... (Q-376), XIX ს.

1213. კულავ ვჰკითხეთ გჳთხარ მართალი, საქმე შენ მზებრ ნათელისა. ვისიხარ ვინხარ სით მოხუალ, მანათობელი ბნელისა. მან არა გურქუა რა გაუშუა, წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი, მთუარე შთანთქმული გუჱლისა:-

1214. არცა რა ცხადი ჰამბავი, არცა რა დასამალავი. არა არ გჳთხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი. ქუშ ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი თაჳსა მკრძალავი. ვითა ასპიტი მჭურეტელთა, მისით თუალითა მლალავი:-

1215. როშაქ გჳბრძანა ნუ ვჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია. ამისა საქმე უცხოა, თჳთ სათქმელადცა ძნელია. ბედი მეფესი ჩუჱნისა, არსთაგან სანატრელია. მით რომე ღ~თი მას მისცემს, რაც უფრო საკჳრველია:-

1216. ესე ღ~თსა მისაგურელად, მისად ჩუჱნდა მოუცია. მივიყუანოთ არმაღანად, დაგჳმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით, მეფე ჩუჱნი ამაყია. პირუჱლ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია:-

1217. მივამოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით. დავჰბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მას გარე მოვეკიდენით. არცარა ვჰკადრეთ ჴელდახელ, არცა თუ წავეკიდენით. იგა ტირს ღაწუსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით:-

1218. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, ვარ ადრე თქუჱნი მხლებელი. მას გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი. მან ნება მომცა აქ სამე, ლარი მაქუს წასაღებელი. თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მჰსწრებელი:-

1219. მათ კაცთა დიდად იამათ, ესე ჰამბავი მონისა. მე რა იგ მესმა შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა. მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა. ცოტაჲ ლხენა მომეცა, მჰსგავსი დრამისა წონისა:-

1220. მოჳყუანე იგი მონა, ახლოს დავჰსჳ ჩემსა წინა. ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა. მან იგივე კულავ მიამბო, რაცა მუნით მომესმინა. ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძაჳ დამარჩინა:-

1221. მე ორნი შავნი მონანი, მჰყუანან სავსენი გრძნებითა. უჩინოდ მივლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა. მოჳხმენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქჳ თუ ნუ დაჰსდგებითა. მაცნობეთ მისი ჰამბავი, თქუჱნითა მოქმედებითა:-

1222. სამ დღე მოჳდეს მიამბეს, სწრაფად ებიჯა გზისადა. მიუგვრიაო მეფისად, ზღუას იქით წამავლისადა. ვერვის შეუდგმან საჭურეტად, თუალნი მართ ვითა მზისადა. ქუჱ დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა:-

1223. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფასა უბრძანებია. ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია. შემოჳქცეჳ შეჳსძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია. ციხეს დაუსუამს ხადუმი, ერთაი უახლებია:-

1224. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა, მასთანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია. ქუჱ დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია. დაეყოვნების წასულა, ჯერეთ ცოტაი ხანია:-

1225. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია. ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია. მას კლდესა შიგან გჳრაბი, ასაძრომელი ხურელია. მუნ არის მარტო მნათობი, თჳსთა მხილუჱლთა მწუჱლია:-

1226. გჳრაბის კარსა ნიადაგ, მოყმე ჰსცავს არ პირ ნასები. ათი ათასი ჭაბუკი, ჰსდგას ყუჱლა კაჲ ხასები. ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები. გულო გაგსარჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები:-

1227. ესე ჰამბაჳ ავთანდილ, პირმზემან დიდგუართ ზადამან. რა მოისმინა იამა, სხუა არა გააცხადა მან. შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან. ჰამბავი ჩემი სალხინო, მითხრაო ვისმანღა დამან:-

1228. ფატმანს უთხრა საყუარელო, კმახარ ჩემთჳს სასურუჱლად. მე ამბაჳ სანატრელი, მომასმინე არ პირბნელად. მაგრამ საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად. ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შეჰქმნა ჴორციელად:-

1229. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა. მაგრა ქაჯნი უჴორცონი, რას აქნევენ მიკჳრს ქალსა. ფატმან უთხრა მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა. არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა:-

1230. ქაჯნი სახელად მით ჰრქჳან, არიან ერთად კრებულნი. კაცნი გრძნებისა მცოდნენი, მასზედ გაჴელოვნებულნი. ყოველთა კაცთა მავნენი, თჳთ არა ვისგან ვნებულნი. მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი:-

1231. იქმენ რასმე საკჳრუჱლსა, მტერთა თუალთა დაუბრმობენ. ქართა აღძურენ საშინელთა, ნავთა ზღუა ზღუა დაამხობენ. ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალს, წმიდად დააშრობენ. ჰსწადდესთ დღესა ბნელად იქმენ, ჰსწადდესთ ბნელსა ანათობენ:-

1232. ამისთჳს ქაჯად უხმობენ, გარეშემონი ყუჱლანი. თუარა იგინიც კაცნია, ჩუჱნებრუჱ ჴორციელანი. ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი. დიდად მიამნეს ჰამბავნი, სიტყუანი აწინდელანი:-