... (S-2781), XIX ს.

1193. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი სწრაფლად გამგზავნე ცხენითა სადამდის ჰსცნობდეს ხელმწიფე კაცსა მომწევდეს რბენითა

1194. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შევუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არმოკუნესი ჰგუანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1195. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგა ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1196. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორვა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

1197. მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1198. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაჩნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1199. ესე ამბავი მასთანა ვჰსთქვი დიაცურად ხელურად ჩემსაუჱ მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყუარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1200. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხვე შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1201. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით

1202. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა კბილთა დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1203. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჩავიჭერ მე რასა

1204. ავთანდილ უთხრა თვით ბრძენთა წიგნსაცა აგრე სწერია მოყუარე მტერი მოყურისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია

1205. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კულავღა სთქუა ფატმან ტირილით კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბის თქმა ავთანდილთანა

1206. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა სცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე

1207. ფატმან სთქუა მომეშორვა მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ხელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა

1208. სახლი და შვილი მამძულდა ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს ჴელ ხებად კრულმან პირითა კრულითა

1209. დღესა ერთსა საღამოჟამ — ჩასლვა იყო ოდენ მზისა — წავდეგ წინა დარაჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა უყურებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვსთქვი კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა

1210. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყუსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხუანი მგზავრულად ხამითა სასმელსაჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1211. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრამ ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არც არა ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით