... (H-925), XVIII ს.

1310. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭკნარისა მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1311. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყუის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა

1312. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1313. ჰინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ჰატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა

1314. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი თქუეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა პირი თქუენი არ გაბრჭობდა ჰინდოთ მეფე ჴელ განპყრობით მხიარული ამას ჰხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1315. ტარიელ ეტყუის ავთანდილს ისმინე სიტყვა ასები გიამნო რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები

1316. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგნენ ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1317. პოვეს საჭურჭლე უსახო კულავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა ჴელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინცა ქნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1318. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი პოვეს ერთი ზარადახანა აბჯრისათვის ახლად ქნილი მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არ გახსნილი

1319. ზედან ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭ მუზარადი ალმასი ჴმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ დღე იყოს იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო

1320. კიდობანი გახსნეს პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი რაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ჴმალი მუზარადი საბარკული მათი გვანი ზურმუხტისა ბუდებითა იყო ვითა ლუსკუმანი

1321. თვითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭუ მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოკიდიან ჴმალი რკინისა მოჰკრიან ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქუეყანად შევატყევ არ გაჰყიდიან

1322. თქუეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგვხედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1323. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქვა ამას იქით დავამაგრო ხმალსა ნები ამას ღამეს არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

1324. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესნი ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა სხვისა ვერვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯეთ ომი ლახვართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა

1325. რა ტარიელ გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა

1326. იარეს და ზედა შეხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის იაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1327. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქს ლაღებად

1328. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ჴმალსა არ აკვნესებსა