... (H-925), XVIII ს.

1423. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა თქუა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1424. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღ~თისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მაზედან შველა რად მინდა რად მეჭუ რასაცა თნებითა

1425. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინვე დამხვდნენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი

1426. მიდი და კადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქუენად სამონოდ შობილი ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1427. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა ეგეა მგზავსი გულისა ლმობიერისა თქუჱნისა მუნა მე ხმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1428. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსაცავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქუჱნნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1429. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მამხვდეს მის მზისა ხლებანი ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქუჱნგან არა არ მინდა მძულან ცუდნიღა თნებანი»

1430. რა ფრიდონ კადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1431. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლო შენდობასა აგეთიღა მოვბრუნდები»

1432. ესე უთხარ ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო»

1433. უანბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კვლავ გულსა კვამლ ალმულობა ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1434. ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებს აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კვლავ ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1435. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავსძრა ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴმალია

1436. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეჰაურვებს ანბავსაცა დამიძვირებს ჭვრეტისათვის მომასურვებს შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1437. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქნაფენამან ჴელი მოკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან

1438. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყვარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა

1439. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადამცა ვკადრებ მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა

1440. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავისთავის ნუ დასჭკნებით

1441. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასლვასა არ დაშლიდა არა კადრა შეცილება საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაყვა განაღამცა მას თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა