... (H-925), XVIII ს.

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა

1348. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრამ თუ გესმის გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან

1349. რა გახვიდოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სვხაებრ ვქნათ თავის ტერება

1350. სჯობს დადეგით დამალულნი თქუჱნ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა შევეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1351. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1352. შიგანია მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქუჱნ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მგზავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისად თუ რა სჯობდეს თქუენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხეს შეხდომა და აღება

1353. ტარიელ უთხრა მე თქუჱნი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქუჱნსა ძალგულსა თქუჱნივე გავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ჴრმალთა ღირობა კჰაციმცა მაშინ თქუენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1354. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქუჱნ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქუჱნ სათნევითა

1355. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1356. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შეუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ჴელი კვლა ვხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა

1357. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრობს კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1358. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანეთსა ალაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1359. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკუახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1360. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1361. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედან წვიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხედავთ მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1362. თუმცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია მაგრამ ტარიას შემბმელნი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაფარავს არცაღა ნათლად ჴომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია

1363. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ყვა კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავისთავ ჰქონდა ფარები

1364. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულხმიერად გულსა შიში არა ქონდათ ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადნი დაიხვრეს ჟამიერად

1365. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი რა ნახნეს კარნი გაახვნეს ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი