... (H-925), XVIII ს.

1290. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ანბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1291. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან სული გაიქცნეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1292. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქვემდებარესა შეფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მათ მისი მიებარესა

1293. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერია გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოხდეს ძოწსა ვამსგავსე ფერია

1294. პირსა იხოკს ღაწუთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რას დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა

1295. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1296. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეჴდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1297. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქ ნაკრთომისა

1298. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა ჩივიან მაგრამ მაზედან ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1299. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

1300. ტარიელ ნახა ნაწერი კვლავცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუმცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა

1301. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად აწ რადღა გვმართებს ტირილი ხამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა არს შენგან მონდომილისა

1302. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1303. მერმე ტარიელ ანბავსა კითხევდა აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის შავ თეთრი ელვა კრთებოდა მათ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1304. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვსთქუა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზე მთისა წყარომა მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა

1305. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ქონდათ ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1306. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1307. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთვრალისა არ იცის სმენა ანბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა

1308. მათ რა ნახეს შემოყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1309. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ხელი ალვასა შტო მოყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ჰმქენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად