... (H-925), XVIII ს.

1195. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ანბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უხორცოა რამან შექნა ხორციელად

1196. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1197. ქაჯნი სახელად მით ქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედა გაჴელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1198. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალთა დაუბრმობენ ქართა აღსძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1199. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი

1200. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღმერთო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქუჱნი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი

1201. მის ამბისა მბობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1202. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილ თანა წოლითა ყმა უნდოგვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა კლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ხელქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა

1203. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდია ვისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყვავისად

1204. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მაზედან იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდთა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია

1205. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1206. ავთანდილ თქუა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოიმატა დაშვენება დაემგზავსა ლომი მზესა

1207. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1208. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად კვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა შეეტყობის არ მიცნობსო რა რეგვანდა რა გვარ ჰჴმობდა თუმცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1209. პური სჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა

1210. ფატმან მივიდა ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა მოხისა გვერდსა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1211. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემი მამკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1212. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე მგზავსი ხანისა

1213. შენ გიცი ჰკარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1214. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად