... (H-925), XVIII ს.

1252. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქუა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა არამც სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1253. შენმან მზემან უშენოსა ვერვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1254. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1255. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას იახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნვე გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი

1256. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრამ შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მამეგონდეს~ს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნურცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1257. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელ აუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1258. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასახივარად ვირემ ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1259. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1260. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავ მოხდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წვერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1261. ესე სიტყვა მართალია არ ჭრელად და არ ხვასრულად ნესტან დარეჯ ქვიან ქალსა ქართულადცა კვლავ სპარსულად თავშიშველი ყაყაჩოსა გავს თუ იყოს ვარდი სრულად ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად დანასრულად

1262. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ჴელ აპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობა სრული არა მთვრალი

1263. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყვედელი

1264. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ჴელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1265. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1266. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლავ უფრო გასაჴაფავი თქუენ მოგცე ლარი ყუელაი მე ჩემი ნაალაფავი

1267. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქუენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1268. სახლი არ მახლავს არ ძალმიცს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა მიწერილი ფრიდონის წინაშე

1269. დაწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მგზავსო ძალგულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო

1270. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ანბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა