... (H-925), XVIII ს.

1215. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებ ნაფუშავისა

1216. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1217. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი[ .............................................] ღ~თნ ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1218. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება საქმენი მომხუდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1219. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას ზედა კადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1220. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე კვლავ ერთგან შენათხზენაო

1221. თუმცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა შენთვის ველიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1222. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ანბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1223. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქუჱნსა წინა ვსცნათ ანბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1224. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე

1225. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობ ხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

1226. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1227. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა კადრა ამბავი მისისა სასურველისა

1228. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1229. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისი თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოისწრაფენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1230. პირმზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკუირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1231. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწათა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1232. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ანბავი მისთვის კვლაც მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია

1233. აწ ვინმე მოყმე მოვიდა მშვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა