... (H-925), XVIII ს.

1442. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მასსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1443. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი კიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი

1444. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან ძღვნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1445. მას გვანდეს თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმცვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდეს მის კლდისა არეთა

1446. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქუჱნი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ჴელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ხმელობა მერმე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1447. მივიდეს შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უც ხორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასვლასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1448. მოიარეს ქვაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი [............]საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი [...........]გან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან თუ არა გვაქვსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1449. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესაფერები კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაცდაუკარები

1450. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების» აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძევს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1451. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა კადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1452. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1453. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები ხშირ ხშირად თანისთანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1454. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთალა გკადრებ მეფეო სურვილით სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქუჱნსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭკნელსა მოუკრეფესა

1455. მაშინ თქუჱნ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ქმენ შემოტეობა ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქუჱნისა

1456. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ქნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქვს გუმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქუჱნი ავთანდილ მე თქუჱნთვის მომიტანია

1457. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1458. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდენ სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულმაგრებისა

1459. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღ~თსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ჴმანი თქუეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი

1460. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა ებავთა

1461. ისია ჩემი გამზრდელი და თქუჱნდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქუჱნ იცით ფრიდონ თქუჱნადვე ხლებულა