... (H-925), XVIII ს.

1404. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონყმანი მოყვარულნი

1405. დიდებულთა თაყვანისსცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქუჱნი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1406. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქუჱნთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნო ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1407. თუმცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქვარია ესე სთქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1408. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქუჱნთა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1409. ვინ ღირსა თქუჱნგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქუჱნთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა კვლავ ფრიდონ კადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1410. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1411. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1412. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვთ მუნ ბაზარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია

1413. გადახდეს და ფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფეხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1414. მათ ქალყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული

1415. მგოსანნი მოდგეს ისმოდეს ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქონდა გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1416. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლავ ერთი თვალი სამგზავსო მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1417. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მრგვლად დათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კვლავ მოაქვ ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა

1418. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1419. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გაწყვეტდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1420. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა არ გული ჩემი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქუჱნგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1421. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნის ამისი ცხადება ვითა დამივსო სახმილი ეგრე მისიცა კმა დება

1422. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა მისსა ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა