... (H-66), 1832 წ.

1193. სახლი და შვილნი მამძულდა: ვჯდი უგულოსა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე: რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა: მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ: კრულმან პირითა კრულითა

1194. დღესა ერთსა საღამო ჟამ: ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა: კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკვლიდა: მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი: ყოვლისამცა მამაცისა

1195. მოვიდა სითმე ღარიბი: მონა მოყუსითა სამითა მონა მონურად მოსილი: სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს: ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს: სხდეს მხიარულნი ამითა

1196. მე უყურებდი უჭურეტდი: თქუეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი: უცხონი შევიყარენით არცა რა ვიცით ვინ ვინა: ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ამბავი: ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით

1197. მათ სხვათა მათი ამბავი: თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჱე ძმანო: განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოვიმკი: თქვენ ქვრიმა დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა: თქვენთაგან უკეთესია

1198. მე ვარო მონა მეფისა: მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა: მათისა დამამხობლისა მოგვიკვდა შემწე ქვრივისა: შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი: ზრდის უმჯობესად მშობლისა

1199. დულარდუხტ არის დიაცი: მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი: ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ: ქვე ზის მორჭმული წოდია

1200. გვესმა ამბავი ზღვათ იქით: სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი: დაშალეს ქნეს მუნ ხალვათისა ვითა ვკადროთო დავსება: პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი: მონისა ბევრ ათასისა

1201. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს: მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ: ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული: ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად: წავიდოდეს წაცავყვები

1202. გვითხრა მისთა ჴელისათა: წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი: ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით: ღამეთაცა ვიყვით თევით დია ვლეწეთ ქარავანი: ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით

1203. მინდორ მინდორ მოვდიოდით: ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი: გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით: ჩამოჭრილი ზედან ხმელსა დაბნეული მივეცენით: გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1204. ზოგთა თქვეს არის ცისკარი: ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართე: ახლოსცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით: შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმე გამოხდა: ხმა ჩვენი მოუბარეო

1205. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო: თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული: ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით: ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი: გავიცადეთ თვალით ჩვენით

1206. უჭურიტეთ პირსა მნათობსა: ელვათა მოელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ: ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა: სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგის: ზედა გიშრისა სარებსა

1207. კვლავ ვეუბენით მას მზესა: ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა: ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა: გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა: ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა

1208. კვლავ ვკითხეთ გვითხარ მართალი: საქმე შენ მზეებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ: მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა: წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი: მთვარე ჩანთქმული გველისა

1209. არცა რა ცხადი ამბავი: არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო: ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა: კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა: მისთა თვალითა მლალავი

1210. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ: აწ თურე არ სათქმელია იმისი საქმე უცხოა: საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა: არსთაგან სანატრელია მათ რომე ღ~თი მას მისცემს: რაც უფრო საკვირველია

1211. ესე ღ~თსა მისაგვრელად: მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად: დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით: მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება: მერმე დიდი აუგია

1212. მივამოწმენით თათბირნი: არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ: მას გარე მოვეკიდენით არცარა ვკადრეთ ჴელდაჴელ: არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად: ჩარცხის ცრემლისა კი დენით