... (H-403), 1818 წ.

1193. რა ხადუმთა აუსრულეს: საქმე მისი საწადელი჻ ერთმან ტანსა აიხადა: მისცა მისი ჩასაცმელი჻ სხვანი კარნი გამოარნეს: იჯარვოდა დარბაზს მსმელი჻ დარჩა მთვარე გველისაგან: გავსებული ჩაუნთქმელი჻

1194. მონანიცა გარდეხვეწნეს: გაიპარნეს მასვე თანა჻ ქალმან კარსა დამირეკა: ფატმანობა ჩემი ბრძანა჻ გავე ვიცან მოვეხვივე: გამიკვირდა მეცა განა჻ შინა ყოლა არ შემომყვა: რად მაწვეო შემანანა჻

1195. მიბრძანა თავი ვიყიდე: მოცემულითა შენითა჻ მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მოწყალებითა ზენითა჻ ვეღარ დამმალავ გამიშვი: ფიცხლად გამგზავნე ცხენითა჻ სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე: კაცთა მამწევდეს რბენითა჻

1196. შევე ფიცხლად საჯინიბოს: ავხსენ ცხენი უკეთესი჻ შეუკაზმე ზედა შევსვი: მხიარული არა მოკვნესი჻ ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს: მზე მნათობთა უკეთესი჻ წახდა ჩემი ჭირნახული: ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი჻

1197. დღე მიიყარა ჴმა გაჴდა: მოვიდა მისი მდევარი჻ მოიცვეს შინა ქალაქი: შეიქნა მოსაწევარი჻ მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოოთ: მუნ სახლსა სადა მე ვარი჻ მეფეთა ვიყო შემცოდე: და მათთა სისხლთა მზღვევარი჻

1198. მონახეს ვერა შეიგნეს: შეიქცეს დაწბილებულნი჻ მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე: და ყოვლნი მისნი ხლებულნი჻ დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი჻ მზე მოგვეშორა მას აქათ: ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი჻

1199. მის მთვარისა სადაობა: კულა გიამბო საქმე კულაცი჻ აწ უწინა ესე გითხრა: რას მექადდა ისი კაცი჻ მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი: იგი იყო ჩემი ვაცი჻ კაცსა დასვრის უგულობა: და დიაცსა ბოზი ნაცი჻

1200. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა: მჭლე არის და თვალად ნასი჻ ისი კაცი ჩაშნაგირი: დარბაზს იყო მეტად ხასი჻ ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი: არ მაცვია თუცა ფლასი჻ ნეტარძი ვინ სისხლი მისი: შემახვრიტა ერთი თასი჻

1201. ესე ამბავი მასთანა: ვთქჳ დიაცურად ჴელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად჻ აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიჴსენ მე რულად჻

1202. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავის წინა჻ ოდეს მეჴმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსლვა ეთქუა: შენცა მოხველ შემეშინა჻ ამად გჰკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა჻

1203. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქუენ ჩემთვის არენით჻ შეიყარენით ორნივე: ჩემზედან დაიჯარენით჻ ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკუდილი: გულითა სწადდა არ ენით჻

1204. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს მითა჻ შემასმენდა ჯავრიანი: გული ედუა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმენდდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღ~თო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

1205. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მადლსა გკადრებდე მე რასა჻ რომელმან დამხსენ მშვიდობით: ამა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკვდილისა: ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა჻

1206. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყუარე მტერი ყოვლისა: მტრისაგანც უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკუდართა ფერია჻

1207. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს჻ რაცაღა გეცნას ამბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კვლავ იტყჳს ფატმან ტირილით: კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წახდესო შუქი რომელი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻

1208. ვაი საწუთროო სიცრუვით: თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა ცნას: შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო: სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა: ოჴრად ჩანს ყოვლი სადარე჻

1209. ფატმან იტყჳს მამეშორა: მზე მნათობი სრულად ჴმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა: მონაგები ჩემთა ჴელთა჻ მას უკანით გაუწყვეტლად: დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა: თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა჻

1210. სახლი და შვილნი მამძულდა: ვჯდი უგულოსა გულითა჻ მას ვიგონებდი მღვიძარე: რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა: მიჩნს უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ: კრულმან პირითა კრულითა჻

1211. დღესა ერთსა საღამო ჟამ: ჩასლვა იყო ოდენ მზისა჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა: კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკვლიდა: მისისავე გონებისა჻ ვთქჳ კრულია ზენაარი: ყოვლისამცა მამაცისა჻