... (Q-376), XIX ს.

1194. ავთანდილ უთხრა თჳთ ბრძენთა, წიგნსაცა აგრე ჰსწერია. მოყუარე მტერი მოყურისა, მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. ნუღარ იშიშჳ გლახ მისგან, აწ იგი მკუდართა ფერია:-

1195. იგიუჱ მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს. რაცაღა გეცნას ჰამბაჳ, ანუ რა მისი გსმენოდეს. კულავღა ჰსთქუა ფატმან ტირილით, კულავ თუალთა ცრემლი ჰსდენოდეს. წაჰხდესო შუქი რომელი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს:-

ფატმანისაგან ნესტანდარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობის ჰამბის თქმა ავთანდილსათანა (42)

1196. ვაჲ საწუთროვო სიცრუჳთ, თავი სატანას ადარე. შენი ვერა ვინ ვერა ჰსცნა, შენი სიმუხთლე სადარე. პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინოჰყავ სადარე. მით ვჰხედავ ბოლოდ სოფელსა, ოჴრად ჰსჩანს ყოვლი სადარე:-

1197. ფატმან ჰსთქუა მამეშორვა, მზე მნათობი სრულად ჴმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა. მას უკანით გაუწყუჱტლად, დება მქონდა ცეცხლთა ცხელთა. ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თუალთა ჩემთა გარდმომღურელთა:-

1198. სახლი და შჳლნი მამძულდეს, ვჰსჯდი უგულოსა გულითა. მას ვიგონებდი მღჳძარე, რა მიმეძინის ჰრულითა. უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა ჰსჯულითა. ვერ მიმიახლოს ჴელხებად, ცრუმან პირითა კრულითა:-

1199. დღესა ერთსა საღამოსჟამს, ჩასლუა იყო ოდენ მზისა. წავდეგ წინა დარაჯათა, კარი მოჩნდა ხანაგისა. ვუყურებდი სევდა მკლჳდა, მისისაუჱ გონებისა. ვჰსთქვი კრულმცა არს ზენაარით, საქმე მისებრ მამაცისა:-

1200. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა. მონა მონურად მოსილი, სხუანი მგზავრულად ხამითა. სასმელსაჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა. ჰსმიდეს ჰსჭამდეს და უბნობდეს, ჰსხდეს მხიარულნი ამითა:-

1201. მე ვუყურებდი ვუჭურეტდი, ჰსთქუჱს ამოდ გაჳხარენით. მაგრამ ჩუჱნ აქა მოყუასნი, უცხონი შეჳყარენით. არცა რა ვიცით ვინ ვინა, ანუ სით მოჳარენით. ჰჴამს ერთმანერთსა ჰამბაჳ, ჩუჱნიცა ვუთხრათ ბარ ენით:-

1202. მათ სხუათა თჳსნი ჰამბავნი, ჰსთქუჱს ვითა მჰგზავრთა წესია. მონამან უთხრა ჱე ძმანო, განგება რამე ზესია. მე მარგარიტსა მოგიმკით, თქუჱნ ქურიმა დაგითესია. ჩემი ჰამბავი ჰამბავთა, თქუჱნთაგან უკეთესია:-

1203. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა. მათ მიხუდა ცემა სენისა, მათისა დამამჴობლისა. მოგჳკუდა შემწე ქურიჳსა, შემწყნარებელი ობლისა. აწ შჳლთა მისთა და მისი, ჰზრდის უკეთესი მშობლისა:-

1204. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია. ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი, ვერავის დაუკოდია. მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი, როსან და ერთი როდია. აწ იგა ქაჯეთს ჴელმწიფად, ქუჱ ზის მორჭმული ჰსწოდია:-

1205. გუჱსმა ჰამბაჳ ზღუას იქით, სიკუდილი დისა მათისა. შეიჭირუჱბდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა. ვითა ვჰკადროთო დავსება, პირისა ჴმელთა მნათისა. როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრათასისა:-

1206. როშაქ ჰბრძანა მოცავინ მჰკლას, მე ტირილსა არ დავჰხვდები. მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა აჳვსები. შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები. მეფე დისა დატირებად, წაჳდოდეს წაცავჰყვები:-

1207. გჳთხრა მისთა ჴელისათა, წავალ თანა წამამყევით. წაგჳტანა მონა ასი, ყუჱლა კაი მისგან ჰრჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყუნით თევით. დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩუჱნკენ გარდმოვჰსდევით:-

1208. მინდორ მინდორ მოჳდოდით, ჩუჱნ ღამესა დია ბნელსა. დიდი რამე სინათლენი, გამოგჳჩნდეს შუა ველსა. ვჰსთქჳთ თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჰშთამოჭრილა ზედა ჴმელსა. დაბნეულნი მივეცენით, გონებასა ჩუჱნსა მჰსჯელსა:-

1209. ზოგთა ჰსთქუჱს არის ცისკარი, ზოგთა ჰსთქუჱს არის მთუარეო. მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსცა ვნახეთ ბარეო. შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო. მით ნათლისაგან გამოჰჴდა, ჴმა ჩუჱნი მოუბარეო:-

1210. გჳთხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქუჱნ სახელი თქუჱნი ჰსთქუჱნით. გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით. ესე გვესმა მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თუალით ჩვენით:-

1211. ვუჭურიტეთ პირსა მნათობსა, ელუათა მოელუარებსა. მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა. ძჳრძჳრად გვეუბნებოდა, სიტყუასა რასმე წყნარებსა. კბილთაგან შუქი შეადგა, ზედა გიშრისა სარებსა:-

1212. კულავ ვეუბენით მას მზესა, ტკბილმოუბრითა ენითა. არ მონა იყო ჰსტყუოდა, ჩუჱნ ესე შეჳგენითა. როშაქ შეატყო ქალობა, გვერდით წაუდგა ცხენითა. აღარ გავუშვით დაჭირუა, ვჰკადრეთ ჴელითა ჩუჱნითა:-