... (H-66), 1832 წ.

1174. მონათა მიხუვდა სიხარბე: მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა: ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს: მის უებროსა პირისა ნახეთ თუ ოქრო რასა იქს: კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1175. რა ოქრო მისთა მოყვასთა: აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე: შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასზდის აკლია: ემდურვის ეტლთა რბენასა კვლავ აქა სულსა დააბამს: დაუშლის აღმაფრენასა

1176. რა ხადუმთა აუსრულეს: საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა: მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს: იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გველისაგან: გავსებული ჩასანთქმელი

1177. მონანიცა გარდეხვეწნეს: გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა: ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვივე: გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემამყვა: რად მაწვეო შემანანა

1178. მიბრძანა თავი ვიყიდე: მოცემულითა შენითა მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი: ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე: კაცთა მამწევდეს რბენითა

1179. შევე ფიცხლად საჯინიბოს: ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე და ზედა შევსვი: მხიარული არა მომკვნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს: მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული: ვერ მოვიმკი რაცა ვთესი

1180. დღე მიიყარა ხმა გახდა: მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შინა ქალაქი: შეიქნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოოთ: მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე: და მათთა სისხლთა მზღვევარი

1181. მონახეს ვერა შეიგნეს: შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე: და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ: ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

1182. მის მთვარისა სადაობა: კვლა გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა: რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი: იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა: და დიაცსა ბოზი ნაცი

1183. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა: მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი: დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი: არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი: შემახვრიტა ერთი თასი

1184. ესე ამბავი მასთანა: ვთქვი დიაცურად ჴელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიხსენ მე სრულად

1185. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეხმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა: შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა

1186. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე: ჩემზედან დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი: გულითა სწადდა არ ენით

1187. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს მითა შემასმენდა ჯავრიანი: გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმენდდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღ~თო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა

1188. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით: ამა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა

1189. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა: მტრისაგანც უფრო მტერია არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკვდართა ფერია

1190. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით: კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდაო შუქი რომელი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻

1191. ვაი საწუთროო სიცრუვით: თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას: შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო: სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა: ოხრად ჩანს ყოვლი სადარე

1192. ფატმან იტყვის მამეშორა: მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა: მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვეტლად: დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა: თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა