... (Q-609), XIX ს.

1193. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო: თქვენ სახელნი თქვენი თქვენით: გულანშაროთ მოციქული: ქაჯეთს მივალ მერიდენით: ესე გვესმა მოვადეგით: ალყად გარე მოვერტყენით: პირმზე რამე ცხენოსანი: გავიცადეთ თვალით ჩვენით:

1194. უჭურიტეთ პირსა მნათობსა: ელვათა მოელვარებსა: მისი ციმციმი მზისაებრ: ეფინებოდა არებსა: ძვირ ძვირად გვეუბნებოდა: სიტყვასა რასმე წყნარებსა: კბილთაგან შუქი შეადგის: ზედან გიშრისა სარებსა:

1195. კულავ ვეუბენით მას მზესა: ტკბილ მოუბრითა ენითა: არ მონა იყო ტყუოდა: ჩვენ ესე შევიგენითა: როშაქ შეატყო ქალობა: გვერდსა წაუდგა ცხენითა: აღარ გაუშვით დაჭირვა: ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა:

1196. კვლავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი: საქმე შენ მზეებრ ნათელისა: ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ: მანათობელი ბნელისა: მან არა გვითხრა გაუშვა: წყარო ცრემლისა ცხელისა: რა საბრალოა გავსილი: მთვარე ჩანთქმული გველისა:

1197. არცა რა ცხადი ამბავი: არცა რა დასამალავი: არა არ გვითხრა ვინ იყო: ან ვისგან ნამუხთალავი: ქუშ ქუშად გვეუბნებოდა: კუშტი თავისა მკრძალავი: ვითა ასპიტი მჭვრეტელთა: მისთა თვალითა მლალავი:

1198. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ: აწ თურე არ სათქმელია: იმისა საქმე უცხოა: საამბობლადცა ძნელია: ბედი მეფისა ჩვენისა: არსთაგან სანატრელია: მით რომე ღ~თი მას მისცემს: რაც უფრო საკვირველია:

1199. ესე ღ~თსა მისაგვრელად: მისად ჩვენთვის მოუცდია: მიუტანოთ არმაღანად: დაგვიმადლებს მეტად დია: თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით: მეფე ჩვენი ამაყია: პირველ მათი შეცოდება: მერმე დიდი აუგია:

1200. მივამოწმენით თათბირნი: არ კიდე გავაკიდენით: დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ: მზესა წინ მოვეკიდენით: არცარა ვკადრეთ ჴელდაჴელ: არცა თუ წავეკიდენით: იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად: ჩარცხის ცრემლისა კი დენით:

1201. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი: კვლავ ადრე თქვენი მხლებელი: აწ გულანშაროს ქალაქსა: ვარ საქმის რასმე მდებელი: მან გამამიშვა აქ სადმე: ლარი მიც წასაღებელი: თანა წავიტან წაცავალ: მე მათი ზედა მსწრებელი:

1202. მათ კაცთა დიდად იამა: ესე ამბავი მონისა: მე გავიგონე შერემშრა: ნაკადი ცრემლთა ფონისა: მენიშნა ყოვლი ნიშანი: ვიცან ჩემისა ღონისა: ცოტაი ლხენა მომეცა: მგზავსი დრამისა წონისა:

1203. მოვიყვანე იგი მონა: ახლოს დავსვი ჩემსა წინა: ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი: გაგონება მეცა მინა: მან იგივე კულავ მიამბო: რაცა მუნით მამესმინა: ამ ამბავმან გამაცოცხლა: სულ მობრძავი დამარჩინა:

1204. მე ორნი შავნი მონანი: მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ მივლენ წამოვლენ: მათითა ჴელოვნებითა: მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ: ვარქვი თუ ნუ დასდგებითა: მაცნობეთ მისი ამბავი: თქვენითა მოქმედებითა:

1205. სამ დღე მოვიდეს მიამბეს: ფიცხლა ებიჯა გზისადა: მიუგვრიაო მეფისა: ზღვას იქით წამავლისადა: ვერვის შეუდგმან საჭვრეტად: თვალნი მართ ვითა მზისადა: ქუე დაუწინდავს საცოლედ: როსან ცოტასა ყმისადა:

1206. როსანს შევრთოთო დულარდუხტს: მეფესა უბრძანებია: ჯერ ქორწილოთ არა მცალს: აწ გული ცეცხლ ნადებია: შემოვიქცევი შევისძლობ: ვინ ცისა მზედ ნაქებია: ციხეს დაუსვამს ხადუმი: ერთაი უახლებია:

1207. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა: მას თანა წაუტანია: მით რომე გზაა საჭიროა: მტერნი საომრად მზანია: ქვე დაუყრია მოყმები: ვინც უფრო გულოვანია: დაეყოვნების წასრულა: ჯერეთ ცოტაი ხანია:

1208. ქაჯთა ქალაქი აქამდის: მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი: კლდე მაღალი და გრძელია: მას კლდესა შიგან გვირაბი: ასაძრომელი ხურელია: მუნ არის მარტო მნათობი: მისთა შემყრელთა მწველია:

1209. გვირაბის კარსა ნიადაგ: მოყმე სცავს არ პირ ნასები: ათი ათასი ჭაბუკი: დგის ყველა კაი ხასები: ქალაქის კართა სამთავე: სამათას სამათასები: გულო გაგსაჯა სოფელმან: არ ვიცი და გლახ რას ები:

1210. ესე ამბავი ავთანდილ: პირ მზემან მაგარ ვადამან: რა მოისმინა იამა: სხვად არა გაუცხადა მან: შესწირა ღ~თსა მადლობა: ტურფამან დანაბადამან: ამბავი ჩემი სალხინო: მითხარო ვისმანღა დამან:

1211. ფატმანს უთხრა საყვარელო: კმა ხარ ჩემთვის სასურველად: მე ამბავი სანატრელი: მამასმინე არ პირბნელად: მაგრა საქმე ქაჯეთისა: გამაგონე უფრო მრთელად: ქაჯნი ყველა უხორცოა: რამან შექმნა ხორციელად:

1212. მის ქალისა სიბრალული: ამანთებს და მიდებს ალსა: მაგრა ქაჯნი უხორცონი: რას აქნევენ მიკვირს ქალსა: ფატმან უთხრა მამისმინე: მართლად გხედავ მანდა მკრთალსა: არ ქაჯნია კაცნიაო: მინდობია კლდესა სალსა: