... (A-859), 1841 წ.

1197. წადი ჰინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა. მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ აუპყრობელსა. გულსა ალხინე ჩემისა, მოშორვებისა მთმობელსა. მომიგონებდი მტირალსა, შენთჳს ცრემლ შეუშრობელსა:-

1198. რაცა ვიჩივლე ბედისა, ჩემისა კმა საჩივარად. ჰსცან სამართალი მართალი, გულისა გულსა მივარად. შენთჳს მოვკვდები გავხდები, ყორანთა დასაყივარად. ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი, სატირლად და სატკივარად:-

1199. აჰა ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა. გარდმიკუჱთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა. ესეღა დამრჩეს სანაცლოდ, მის იმედისა დიდისა. რისხვით მობრუნდა ბორბალი, ჩუჱნ ზედა ცისა შვიდისა:-

1200. ესე წიგნი საყუარელსა, მისსა თანა მინაწერი. რა დაწერა გარდაკვეთა, მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ მოხდილსა დაუშვენდა, სისხო სიგრძე თმათა წვერი. ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი:-

1201. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი. წამ ერთ მიხვდა ფატმანისსა, დღე იარა არ მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა, საქმე მისი სასურვალი. ხელ აპყრობით ღ~თსა მადლობს, ცნობა სრული არა მთვრალი:-

1202. ფატმანს უთხრა გამისრულდა, ჟამად საქმე საწადელი. დიდი შენი მოჭირვება, ჩემგან არის გარდუხდელი. წავალ დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი. ფიცხლა ქაჯეთს მოვიყუანო, მათი მომსპობ ამწყუედელი:-

1203. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების. მოეშორვების ნათელსა, გული ამისთჳს ბნელდების. ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების. თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების:-

1204. ყმამან ფრიდონის მონანი, იხმნა მასთანა ხლებულნი. უბრძანა მკუდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი. ჩვენთა მტერთანი გიჩუჱნნე, წყლულნი მით ვაგლახებულნი. რაცა გვინდოდა მისითა, სმენითა გაახლრებულნი:-

1205. მიდით და ფრიდონს უამბეთ, ამბავი არ ნაცქაფავი. მე ვერა ვნახავ ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ჴმა ხაფი, კულავ უფრო გასახაფავი. თქუჱნ მოგცე ლარი ყველაი, მე ჩემი ნაალაფავი:-

1206. ჩემსა ზედა დიდი არის, ვალი თქუჱნგან დანადები. მადლსა სხუაჱბრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები. აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები. ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები:-

1207. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს, გაცემა საბოძვარისა. მისცა მართ სავსე ხვამალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა. უბრძანა წადით წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა. ფრიდონს მიართჳთ უსტარი, ჩემგან ძმად ნაფიცარისა:-

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონს წინაშე.

1208. დასწერა ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო. ლომისა მსგავსო ძალ გულად, მზეო შუქ მოიეფეო. მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო. უმცროსმან ძმამან შორი შორ, სალამი დავიყეფეო:-

1209. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა, ნაცვალი ჭირ ნახულისა. კარგა მოხდომა საქმისა, ჩემისა განზრახულისა. მიცნია მართლად ამბავი, პირისა მზედ სახულისა. დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელს დამარხულისა:-

1210. იგი მზე ქაჯთა მეფესა, ჰყავს ქაჯეთს პატიმარია. მიჩანს მუნ მისვლა თამაშად, თუცა გზა საომარია. ნარგისთათ წჳმა ბროლისა, წვიმს ვარდი ნაწვიმარია. ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია:-

1211. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების. სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების. რაცა მოგინდეს უცილოდ, იქმთ იგი არ აქცილდების. არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭუ კლდეცა გაგილბილდების:-

1212. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთჳს წაგიარე. გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრადა იგი მთვარე. ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე. ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე:-

1213. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუხდელი გულია. ამოდ მსახურეს თქუჱნიმცა, გული ამათთჳს სრულია. ქება რად უნდა მას ვინცა, თქუჱნთანა ხან დაზმულია. მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია:-

1214. ესე უსტარი დასწერა, შეჰკრა და წაცახვია მან. მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და თმითა იამან. შესთუალა ზეპირ რაც ხამდა, სრულად მართ ვითა გიამან. მათ მარგალიტი უჩუჱნის, ძოწისა კარმან ღიამან:-

1215. მონახა პოვა ავთანდილ, ნავი მისისა მხარისა. გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა. მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულ მწუხარისა. მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღვარისა:-