... (W-27), XVII ს.

1174. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ეს დია დაგრჩეს სანაცულოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1175. ესე წიგნი საყუარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაკუეთნა მათ რიდეთა ერთი წვერი თავ მოჴდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წვერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1176. ესე სიტყვა მართალია არ ჭრელად და არ ხუასრულად ნესტან დარეჯ ჰქვიან ქალსა ქართულადცა კულა სპარსულად თავშიშველი ყაყაჩოსა გავს თუ იყოს ვარდი სრულად ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად დანასრულად

1177. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ მიჰჴდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ჴელ აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა სრული არა მთვრალი

1178. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუჴდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყვედელი

1179. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისულა გაგიძნელდების

1180. ყმამან ფრიდონის მონანი იჴმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი მტერთა ჩვენთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1181. ყმამან ფრიდონის მონანი იჴმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი მტერთა ჩვენთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1182. წადით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი კულავ უფრო გასაჴაფავი თქუენ მოგცე ლარი ყუელაი მე ჩემი ნაალაფავი

1183. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქუენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყუელაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1184. აქა არ მახლავს არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

1185. მისწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მსგავსო ძალგულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო

1186. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქუესკნელს დამარხულისა

1187. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1188. მე მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აგცილდების არ თურემ კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1189. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთუარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეჴმარე

1190. ამა მონათა ჩემზედა გარდაუჴდელი გულია ამოდ მსახურეს თქუენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქუენთანა ხანდაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1191. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ჰჴამდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1192. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღუარისა

1193. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყუიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგუმარხენო ჴელითა ჩვენისა დამმარხველითა