... (Q-1335), XVIII ს.

1178. კაცო ძალსა ნუ იქადი ნუცა მოჰკუეხ ვითა მთურალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწუავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაჰკუეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი

1179. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბო ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

1180. ავთანდილის მაქებელად ათასიცა ენა ენდა ვერცა მათ თქუეს ნაომრობა რაგუარ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

1181. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთუალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მააჯეთ სააჯო არ საკრძალავი საქმე რამე მიც თქვენ შიგა თავისა დასამალავი

1182. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვი არ თქუენსა პატრონობასა თუით თავადია ჩუენი თქუა ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცუამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი თქუენსა და ჩემსა ძმობასა

1183. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს ჰკადრეს ჩუენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გუმართებდა იგი თქუენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგუიცდია

1184. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხუდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთავე ფერსა სძღუნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისულისა

1185. ზღუა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარ[ე] ბაღისა ტევრითა გუარად უცხონი ყუავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქუეყანისა სიტურფე რა გაიგონო ენითა

1186. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცუნა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი დამიზდებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავსა მალავს ამითა

1187. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭურეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უჴმო ეუბნა კაცსა არ სიტყუა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქუიან მეფესა აქა მჯდომელსა

1188. წურილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იჴსნების ჰკადრა ვხედავ პირსი შენი პირად მე მეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

1189. ესეა ზღვათა სამეფო თუისა ათისა სავლითა თუით გულანშარო ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღუა ზღუა მავლითა მელიქ სურხავი ჴელმწიფობს სრული სუითა და დავლითა

1190. აქა მოსულითა გაყმდების კაციცა იყო ბერები სუმა გახარება თამაში ნიადაგ სიმღერაები ზამთარ და ზაფხულ სწორად გუაქვს ყვავილი ფერად ფერები ვინცა გუიცნობენ გვნატრიან იგიცა ვინა მტერები

1191. დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თუერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ უქონელნი წელიწადსა საქონელსა დაიდებენ

1192. მე ვარ მებაღე უსეინის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თუით ესე ბაღი მისია თქუენი სადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1193. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი მას ნახვენ და ძღუენსა სძღუნიან უჩუენებენ რაცა ჰქონდეს სხუაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესთა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთულიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დაჰყიდიან

1194. თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსუენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ჴსენება გამოგება და წაყვანა მას მართებს თქუენი ქენება

1195. ფათმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსულა თქუენი წაგიყვანოს ვითა თუისი წინა კაცთა მოგაგებებს ქალაქს შეხუალ ნათლივ დღისი

1196. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქენ რაცა გწადიან მებაღე მირბის ახარებს ოფლი ქუე მკრდამდინ ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭურეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან