... (Q-376), XIX ს.

1174. კულავცა იტყჳს ნუ დავაჭნობ, ჰშუჱნებასა ვარდისფერსა. ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ, მე მამრიოს ჩემსა მტერსა. სიკუდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა. რა მისჭირდეს მაშინ უნდა, გონებანი გონიერსა:-

1175. ხადუმნი იხმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა. მოღორებულხართ მერწმუნეთ, თქუჱნ ჩემსა პატრონობასა. დამცდარა თქუჱნი ჴელმწიფე, ჩემსა თუ ლამის ჰსძლობასა. ჩემთჳს ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა:-

1176. არ ვარგვარ თქუჱნად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია. მაშოროს ღ~თნ მამაცი, პირადმზე სარო ტანია. თქუჱნ სხუასა მნუკავთ საქმესა, ჩემი საქმენი სხუანია. თქუჱნთანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი შესაგუანია:-

1177. უცილოდ თავსა მოჳკლავ, გულსა დავიცემ დანასა. თქუჱნ დაგხოცს თქუჱნი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა. ესე ჰსჯობს მოგცეთ საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა. მე გამაპარეთ გამიშჳთ, თუარე დაიწყებთ ნანასა:-

1178. შემოიხსნა მარგარიტი, შემოერტყა რაცა თუალი. მოიხადა გჳრგჳნიცა, გამჭჳრვალი ერთობ ლალი. მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯებით გულმჴურუალი. მე გამიშჳთ ღ~თსა თქუჱნსა, მიავალეთ დიდი ვალი:-

1179. მონათა მიხუდათ სიხარბე, მის საჭურჭლისა ძვირისა. დავიწყდათ შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა. გამოპარება დაასკუნეს, მის უებროსა პირისა. ნახეთ თუ ოქრო რასა იქს, კუჱრთხი ეშმაკთა ძირისა:-

1180. რა ოქრო მისთა მოყუასთა, არ ოდეს მიჰსცემს ლხენასა. დღე სიკუდილამდის სიხარბე, შეაქნევს კბილთა ღრჭენასა. შესდის და გაზდის აკლია, ემდურჳს ეტლთა ჰრბენასა. კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა:-

1181. რა ხადუმთა აღუსრულეს, ქალსა თჳსი საწადელი. ერთმან ტანსა აიხადა, მისცა თჳსი ჩასაცმელი. სხუანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მჰსმელი. დარჩა მთუარე გუჱლისაგან, გავჰსებული ჩაუნთქმელი:-

1182. მონანიცა გარდეხვეწნეს, გაიპარნეს მასუჱ თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ჰბრძანა. გაველ ვიცან მოვეხჳვე, გამიკჳრდა მეცა განა. შინა ყოლა არ შემომყუა, რად მაწვევო შემანანა:-

1183. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა. ვეღარ დამმალავ გამიშჳ, სწრაფად გამგზავნე ცხენითა. სადამდის ჰსცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს ჰრბენითა:-

1184. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავჰხსენ ცხენი უკეთესი. შევუკაზმე ზედან შევსჳ, მხიარული არა მომკუნესი. ჰგუანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი. წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოჳმკე რაცა ვჰსთესი:-

1185. დღე მიიყარა ჴმა გაჴდა, მოჳდა მისი მდევარი. მოიცუჱს სრულად ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი. მე მკითხეს ვარქჳ თუ ჰპოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი. მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღუჱვარი:-

1186. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქნენ დაწბილებულნი. მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი. მზე მოგვეშორა მას აქეთ, ჩუჱნვართ სინათლე კლებულნი:-

1187. მის მთუარისა სადაობა, კულა გიამბო საქმე კულაცი. აწ პირველად ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი. მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი:-

1188. მით არ ვჰსჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თუალად ნასი. ისი კაცი ჩაჩნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი. ჩუჱნ გჳყუარდა ერთმანერთი, არ მაცჳა თუცა ფლასი. ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახურიტა ერთი თასი:-

1189. ესე ამბაჳ მასთანა, ვჰსთქჳ დიაცურად ხელურად. ჩემსაუჱ მოსლუა მის მზისა, და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყურებრ მტრულებ მკულელურად. აწ ისე მკუდარსა ვიგონებ, ვიშ სიკუდლს დამხსენ ქველურად:-

1190. დამექადის რაზომ ჯერცა, წავიკიდნით თავისწინა. ოდეს მეჴმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა. მოსრულიყო მოსლუა ეთქუა, შენცა მოხუჱლ შემეშინა. ამად გკადრე ნუ მოხულ თქუა, მოგაგებე მონა წინა:-

1191. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქუჱნ ჩემთჳს არენით. შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით. ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგუარენით. იმა ყმას ჩემი სიკუდილი, გულითა ჰსწადდა არ ენით:-

1192. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა. შემასმენდა ჯავრიანი, გული ედუა ცეცხლებრ წვითა. მეფე მწყრალი გარდაჰსწმენდდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა. შჳლთა კბილით დამაჭმევდა, დამქოლჳდა მერმე ქვითა:-

1193. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა. რომელმან დამჰხსენ მშჳდობით, იმა გველისა მზერასა. აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა. აღარ ვეშიშჳ სიკუდილისა, ჰაი ჩაჳჭერ მე რასა:-