... (H-66), 1832 წ.

1154. თვალთათ ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასრე გულ უშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა: მოიბურა ტანი პირი

1155. შევე საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა მივე მას წელთა შევარტყი: შავ გული ვისთვის კვდებოდა

1156. ვარქვი ჩემო განღა სადმე: გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც: იგი ტურფა მზისა დარი ცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავ მოდრეკით: წყნარი არას მოუბარი

1157. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვიდეს სარაგნი: მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჱე მზეო: აქა ვით მოიგვარები

1158. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინცმ იყო: კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურსა: ჴელნი თუ რბოდეს ახ ველად

1159. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1160. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა

1161. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იხსნების ამ ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქმნების ან ვისიმე მიჯნურია: სიყუარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს: ვეღარცავის ეუბნების

1162. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედა ხედი ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი

1163. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული

1164. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ: კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად: შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულიყო: მუნ დაყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა: მას მნათობსა დასაგვანსა

1165. მოიღეს ტანსა ჩააცვეს: შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი: ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი: ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს: ბროლისა გამჭირვალისა

1166. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ: საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა: წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე: პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე: ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1167. უბრძანა ცხრათა ხადუმთა: დადგომლად მცველად კარისა ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად: მგზავსად მათისა გვარისა უბოძა უსენს უზომო: მუქფად მის მზის დარისა სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა: მოსამატებლად ზარისა

1168. გააგრძელეს ნადიმობა: სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის: რა ბედი მიც ჩემი მკვლელი სადაური სად მოსრულ ვარ: ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების: სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1169. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ: შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ: მე მამრიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს: თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდა: გონებანი გონიერსა

1170. ხადუმნი უხმნა უბრძანა: ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ: თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი პატრონი: ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა: ცუდად გლახ იცემს ნობასა

1171. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად: ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~მ მამაცი: პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკავთ საქმესა: ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე: არ ჩემი შესაგვანია

1172. უცილოდ თავსა მოვიკლავ: გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი: სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე: მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით: თვარა დავიწყებთ ნანასა

1173. შემოიხსნა მარგალიტი: შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა: გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ: გეაჯები გულ მხურვალი მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა: მიავალეთ თქვენი ვალი