... (H-403), 1818 წ.

1173. ვარქვი ჩემო განღა სადმე: გეჴმარების ესე გვარი჻ მათ მონათა ჴელთა მივეც: იგი ტურფა მზისა დარი჻ ცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი჻ იგი მივა თავ მოდრეკით: წყნარი არას მოუბარი჻

1174. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გაჰჴდა ზათქი და ზარები჻ ვერ იჭირვიდეს სარაგნი: მუნ იყო არ სიწყნარები჻ იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები჻ გაკრთომით უთხრა ჱე მზეო: აქა ვით მოიგვარები჻

1175. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნა თვალისა მფახველად჻ მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად჻ ღ~თისაგან კიდე ვიცნმ იყო: კაცი ამისად მსახველად჻ მართებს ამისთა მიჯნურსა: ხელნი თუ რბოდეს ახ ველად჻

1176. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა჻ მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა჻ მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა჻ თავ მოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა჻

1177. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა჻ სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა჻ ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა჻ მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა჻

1178. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იჴსნების჻ ამ ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქნების჻ ან ვისიმე მიჯნურია: სიყუარული ეგონების჻ მისგან კიდე არვისად სცალს: ვეღარცავის ეუბნების჻

1179. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი჻ არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედა ხედი჻ ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი჻ სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი჻

1180. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული჻ მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული჻ მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული჻ მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული჻

1181. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ: კარგსა ყმასა გულოვანსა჻ უებროსა ზნედ და თვალად: შვენიერსა პირსა ტანსა჻ მაშინ ლაშქარს წასრულიყო: მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა჻ მამა მისთვის ამზადებდა: მას მნათობსა დასაგვანსა჻

1182. მოიღეს ტანსა ჩააცვეს: შესამოსელი ქალისა჻ მას ზედა შუქი მრავალი: ჩნდა მნათობისა თვალისა჻ დაადგეს თავსა გვირგვინი: ერთობილისა ლალისა჻ მუნ ვარდსა ფერი აშვენებს: ბროლისა გამჭვირვალისა჻

1183. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: საწოლი უფლის წულისა჻ დაუდგეს ტახტი ოქროსა: წითლისა მაღრიბულისა჻ ადგა თვით დიდი ჴელმწიფე: პატრონი სრისა სრულისა჻ მას ზედა დასვა იგი მზე: ლხინი მჭვრეტელთა გულისა჻

1184. უბრძანა ცხრათა ხადუმთა: დადგომლად მცველად კარისა჻ ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად: მგზავსად მათისა გვარისა჻ უბოძა უსენს უზომო: მუქფად მის მზის დარისა჻ სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა: მოსამატებლად ზარისა჻

1185. გააგრძელეს ნადიმობა: სმა შეიქნა მეტად გრძელი჻ ქალი პირ მზე ბედსა ეტყჳს: რა ბედი მიც ჩემი მკვლელი჻ სადაური სად მოსრულ ვარ: ვის მივხვდები ვისთვის ხელი჻ რა ვქნა რა ვჰყო რა მერგების: სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი჻

1186. კვლაცა იტყჳს ნუ დავაჭკნობ: შვენებასა ვარდთა ფერსა჻ ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ: მე მამრიოს ჩემსა მტერსა჻ სიკვდილამდის ვის მოუკლავს: თავი კაცსა მეცნიერსა჻ რა მისჭირდეს მაშინ უნდა: გონებანი გონიერსა჻

1187. ხადუმნი უჴმნა უბრძანა: ისმინეთ მოდით ცნობასა჻ მოღორებულხართ დამცდარხართ: თქვენ ჩემსა პატრონობასა჻ დამცდარა თქვენი პატრონი: ჩემსა თუ ლამის სძლობასა჻ ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა: ცუდად გლახ იცემს ნობასა჻

1188. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად: ჩემი გზა კიდეგანია჻ მაშოროს ღ~მ მამაცი: პირად მზე სარო ტანია჻ სხვასა რას მნუკავთ საქმესა: ჩემნი საქმენი სხვანია჻ თქვენთანა ჩემი სიცოცხლე: არ ჩემი შესაგვანია჻

1189. უცილოდ თავსა მოვიკლავ: გულსა დავიცემ დანასა჻ თქვენ დაგჴოცს თქვენი პატრონი: სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა჻ ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე: მძიმე მარტყია ტანასა჻ მე გამაპარეთ გამიშვით: თვარა დავიწყებთ ნანასა჻

1190. შემოიხსნა მარგალიტი: შემოერტყა რაცა თვალი჻ მოიხადა გჳრგვინიცა: გამჭვირვალი ერთობ ლალი჻ მისცა უთხრა გამომიღეთ: გეაჯები გულ მჴურვალი჻ მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა: მიავალეთ თქვენი ვალი჻

1191. მონათა მიხვდა სიხარბე: მის საჭურჭლისა მძიმისა჻ დავიწყდა შიში მეფისა: ვითა ერთისა გზირისა჻ გამოპარება დაასკვნეს: მის უებროსა პირისა჻ ნახეთ თუ ოქრო რასა იქს: კვერთხი ეშმაკთა ძირისა჻

1192. რა ოქრო მისთა მოყვასთა: აროდეს მისცემს ლხენასა჻ დღე სიკვდილამდის სიხარბე: შეაქნევს კბილთა ღრჭენასა჻ შესდის და გასზდის აკლია: ემდურვის ეტლთა რბენასა჻ კულავ აქა სულსა დააბამს: დაუშლის აღმაფრენასა჻