... (H-403), 1818 წ.

1154. ვერა დავყარეთ პასუხი: ჩვენ საუბრითა ჩვენითა჻ ვეფხი ავაზა პირ ქუშად: ზის წყრომა ვერ უგრძენითა჻ კვლაცა ვაწყინეთ ატირდა: მჩქეფრად ცრემლისა დენითა჻ არა ვიციო მიმიშვით: ეს ოდენ გვითხრა ენითა჻

1155. დავსხედით და მის თანავე: ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ჻ რაცა გვეთქვა შევინანეთ: სხვამცა რაღა შევიწამეთ჻ ძლივ ვიაჯეთ დადუმება: დავადუმეთ დავაამეთ჻ ჩვენ მივართვით ხილი რამე: მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ჻

1156. უსენ იტყვის ბევრ ათასნი: ჭირნი ამან ამიხოცნეს჻ ესე ღაწვნი მზისად კმამან: კაცთაგანმცა ვით იკოცნეს჻ უმართლეა ვერა მჭვრეტელმან: თუ პატიჟნი იასოცნეს჻ მე თუ შვილნი მირჩევნიან: ღ~თნ იგი დამიხოცნეს჻

1157. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი: წამოვედით სულთქმით ახით჻ შეყრა გვიჩნდა სიხარულად: გაყრა დიდად ვივაგლახით჻ ვაჭრობისა საქმისაგან: მოვიცალით იგი ვნახით჻ გული ჩვენი გაუშვებლად: დაეტყვევნეს მისით მახით჻

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე჻

1158. რა გარდაჴდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი჻ უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანდიდგან მეფე ჩვენი჻ მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი჻ მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანებაა ეგე თქვენი჻

1159. უსენ ტაბაკსა დააწყო: მარგალიტი და თვალები჻ დავვედრე დარბაზს დაგხვდების: დარბაზის ერი მთვრალები჻ ამა ქალისა ამბავსა: მამკალ თუ არ ეკრძალები჻ კვლავ შემამფიცა არ ვიტყჳ: თავსაცა მეცეს ჴრმალები჻

1160. უსენ მოვიდა ჴელმწიფე: დახვდა ნადიმად მჯდომელი჻ უსენ არიფი მეფისა: და მეფე მისი მდომელი჻ წინა მივიდა შეიძღვნა: ძღვენი მიართვა რომელი჻ აწ ნახო მთვრალი ვაჭარი: ცქაფი უწრფელი რომელი჻

1161. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი჻ კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს: სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი჻ დაავიწყდა იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი჻ მართლად თქმულა არა მართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი჻

1162. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან: უჭკუოსა უსენს მთვრალსა჻ დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა჻ მარგალიტსა დიდროანსა: უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა჻ ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან: ძღვენთა შენთა ნაათალსა჻

1163. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ჴელმწიფეო჻ ზეცით შუქთა მამფენელო: მარჩენელო არსთა მზეო჻ რაცა სხვა მაქვს ვისი არის: ოქრო გინდა საჭურჭლეო჻ დედის მუცლით რა გამამყვა: მბოძებია თქვენგან მეო჻

1164. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა჻ სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა჻ მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა჻ მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა჻

1165. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა჻ უამბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა჻ მეფესა მეტად იამა: მიეცა ლხინი გულისა჻ უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულჰქნა უსენის თქმულისა჻

1166. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ: მუნამდის არ მიკვნესია჻ შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია჻ თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ჴელმწიფეთა წესია჻ მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქჳ რამე საქმე ზესია჻

1167. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა მზისა სწორთა჻ დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა჻ აწ მომგვარე წავიყვანო: ვლა არ გვინდა გზათა შორთა჻ ესე მესმა და დამტყდეს: ცანი რისხვით ეცა გორთა჻

1168. მე გაკვირვებით კვლავ ვჰკითხე: რა ქალი გინდა რომელი჻ მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი჻ არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი჻ ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი჻

1169. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლ დასხმულად჻ ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ხედავ სრულად჻ ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ: იავარმყო ამფხვრა სრულად჻ შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულ მოკლულად჻

1170. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია჻ ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია჻ კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკჳრველია჻ სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არ ახალია ძველია჻

1171. თვალთათ ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ჴშირი჻ ადგა ასრე გულ უშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი჻ ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი჻ მთხოვა გარე აჯიღითა: მოიბურა ტანი პირი჻

1172. შევე საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა჻ თვალ მარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა჻ თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა჻ მივე მას წელთა შევარტყი: შავ გული ვისთვის კვდებოდა჻