... (H-302), 1803 წ.

1193. აჰა ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა, გარდმიკვეთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა, ესეღა დამრჩეს სანაცულოდ, მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ბორბალი, ჩუჱნზედა ცისა შვიდისა-

1194. ესე წიგნი საყუარელსა, მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა გარდაჰკუჱთა, მათ რიდეთა ერთი წვერი, თავ მოხდილსა დაუშუჱნდა, სისხო სიგრძე თმათა წვერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი-

1195. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიჰჴდა ფატმანისსა, დღე იარა არ მრავალი, რა ავთანდილს გაუსრულდა, საქმე მისი სასურვალი, ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს, ცნობა სრული არა მთურალი-

1196. ფატმანს უთხრა გამისრულდა, ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება, ჩემგან არის გარდუჴდელი, წავალ დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი, ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო, მათი მომსპობ ამწყუედელი-

1197. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ჰბნელდების, ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისულა გაგიძნელდების-

1198. ყმამან ფრიდონის მონანი, უჴმნა მასთანა ხლებულნი, უბრძანა მკუდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა მისითა, ჰსმენითა გაახლებულნი, ჩუჱნთა მტერთანი გიჩვენნე, წყლულნი მით ვაგლახებულნი-

1199. მიდით და ფრიდონს უჰამბეთ, ამბავი არ ნაცქაფავი, მე ვერა ვნახავ ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი, მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი, კულა უფრო განაჴაფავი, თქუენ მოგცე ლარი ყუელაი, მე ჩემი ნაალაფავი-

1200. ჩემსა ზედა დიდი არის, ვალი თქუჱნგან დანადები, მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები, აწ წაიღეთ ყუჱლაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები-

1201. სახლი არ მაქუს არ ძალ მიძს, გაცემა საბოძვარისა, მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა, უბრძანა წადით წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი, ჩემგან ძმად ნაფიცარისა-

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე

1202. დაწერა ფრიდონ მაღალო, სუჱ სრულო მეფეთ მეფეო, ლომისა მჰსგავსო ძალ გულად, მზეო შუქ მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი შორ, სალამი დავიყეფეო-

1203. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა, ნაცუალი ჭირ ნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა, ჩემისა გაზრახულისა, მიცნია მართლად ჰამბავი, პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა, მის ქუჱსკნელს დამარხულისა-

1204. იგი მზე ქაჯთა მეფესა, ჰყავს ქაჯეთს პატიმარია, მუნ მისულა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია, ნარგიზთა წვიმა ბროლისა, წვიმს ვარდი ნაწვიმარია, ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრამ სპა უამარია-

1205. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა, ხართ ძნელი გაადვილდების, რაცა მოგინდეს უცილოდ, იქთ იგი არ აქცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭუ კლდეცა გაგილბილდების-

1206. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრადა იგი მთვარე, ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეჴმარე-

1207. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუჴდელი გულია, ამოდ მსახურეს თქუჱნიმცა, გული ამათთვის სრულია, ქება რად უნდა მას ვინცა, თქუჱნთანა ხან დაზმულია, მჰსგავსი ყუჱლაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია-

1208. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და თმითა იამან, შესთუალა ზეპირ რაც ჴამდა, სრულად მართ ვითა გიამან, მათ მარგალიტი უჩვენის, ძოწისა კარმან ღიამან-

1209. მონახა პოვა ავთანდილ, ნავი მისისა მჴარისა, გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა, მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულ მწუხარისა, მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღვარისა-

1210. ფატმან უსენ და მონანი, ჰსტირან ცრემლითა ცხელითა, იტყვიან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა, დაცაგუმარხენო ჴელითა, ჩვენისა დამმარხველითა-

ავთანდილისაგან გულანშაროს წასულა და ტარიელის შეყრა