... (H-302), 1803 წ.

1155. თუცა თუ შენი ჰამბავი, შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე, შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს, გულს ჭირი გაადევნინე, შენ მისთვის მზეობ იგ ვარდობს, ყინვა მით დაათმენინე-

1156. მოსრულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული, ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული, შენ ჰსწერდი შენსა ჰამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული-

1157. ჩუჱნ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქუენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა, მანდაურთა მეომართა, ანგარიში წვრილად გვინა, ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა-

1158. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე, მერმე შენსა საყუარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე, შენი ყუჱლა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე, ღ~თსა უნდეს მოყუარენი, შესაფერნი შეგაზავნე-

1159. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები, დაგნატრი მიხვალ დაგხვდების, ბროლი სათი და ლალები, ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწუჱლის თუალები, შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები-

1160. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ჴელოვანსა, ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგვანსა, მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა გარდაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა-

1161. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა, რა ქაჯეთს შეჰჴდა ქმნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა სალამი, მისისა სასურველისა-

1162. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ შავი, თმა გრძელი ტან ნაბდიანი, იგი მზე დაჰკრთა ეგონა, სამოსი რამე ზიანი, შესცუალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი-

1163. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები, მე ვარ მონა ფატმანისა, თქუენს წინაშე ნამგზავრები, ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო ადრე ნუ დასჭნები-

1164. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის, ჰამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა, მას იგი წიგნი მონამან, მიჰსცა თავისა ჴელითა, სულთქუამს იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა-

1165. მონასა ჰკითხა მიანბე, ვინ არის ჩემი მძებნელი, ანუ ვინ მიცის ცოცხალიმიწასა, ზედან მტკეპნელი, მან მოახსენა ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულ ხარ მას აქეთ, შენგან ჩვენია მზე ბნელი-

1166. ფატმანის გული მას აქეთ, ლახუართა შენახევია, მას რომე ცრემლი ჰსდინდების, ზღვათაცა შენართევია, მე ერთხელ შენი ჰამბავი, მისთვის კვლავ მიმირთმევია, ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ, ტირილი არ დამლევია-

1167. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შუჱნიერითა პირითა, მან უთხრა წურილად ყუჱლაი, თქუენ ხართ რათაცა ჭირითა, იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა, მე გამომგზავნეს დამვედრეს, ჰსწრაფა ჰსწრაფითა ხშირითა-

1168. ქალმან უთხრა მემართლების, ყმაო შენი ნაუბარი, ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი, უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მამდებარი, მე მიუწერ შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ მდუღარი-

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი

1169. პირმზე ვჰსწერ აჰა ხათუნო, დედისა მჯობო დედაო, მისგან ტყჱე ქმნილსა, სოფელმან რა მიყო ამას ხედაო, მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა, სხუაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო-

1170. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან, ვარ ასრე დანამჭირები, ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მამიხდა თათბირი, და ჩემი დანაპირები-

1171. სხუა ჰამბავი აქაური, მეტი რამცა მოგიწერე, ქაჯთა მეფე არ მოსულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპაა უთვალავნი, მცვენ და მათი სიალფერე, რასა ჰქვია ძებნა ჩემი, არ ეგების დაიჯერე-

1172. ვინცაღა ჩემი მძებნელი, მოსულა ცუდ მაშვრალია, იჭირვის იწვის ენთების, ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია, მაგრამ მას ვჰნატრი უნახავს, მზე ამად არ დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ბრალია-

1173. შენ ჰამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე, გეხვეწები საყუარელსა, შემახვეწე შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე შეცასთვალე-