... (H-302), 1803 წ.

1174. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს, ამისითავე სწორითა, მას მკუდარსა ვჰნახავ მოვჰკვდები, მე სიკუდილითა ორითა, ვერას ვინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქვისა ყორითა-

1175. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა, ნაკვეთი გამიგზავნია, ესენი ჩემთვის მის გამო, ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა, ჩემისა მგზავსად შავნია-

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

1176. აწ საყუარელსა მიუწერ, გულ ამოსკვნილი მტირალი, მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი, დაწერა წიგნიმსმენელთა, გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის გამოჰსჩნდის, მუნ ბროლი გამომჭვირვალი-

1177. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქუს, კალამი ნაღველთა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები, გულო შავ გულო დაბმულხარ, ნუ აეხსნები აწ ები-

1178. ჰხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქნელია, რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია, ბრძენნი იცნობენ ჰსწუნობენ, მით მათგან საწუნელია, უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია-

1179. ჰხედავ ჩემო ვით გაგუყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან, ვეღარ გნახე საყუარელ, მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ჰქმნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან, გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმა-

1180. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე, ჩემი მეთქვა გარდასრულდა, სიცოცხლე და ყოვლი ღონე, აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვჰმონე, ჩემი ყუჱლა აქანამდის, ჭირი ლხინსა შევაწონე-

1181. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა, და ასრე დადაგულისად, მამიგონებდი გახსოვდე, მე შენთვის დაკარგული სად, ვჰზი მზრდელი სიყვარულისა, მის შენგან დანერგულისად-

1182. სხუად ჩემო ჩემი ჰამბავი, ჩემგან არ მოგეწერების, ენა დაშურების მოსმენით, არვისგან დაიჯერების, ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღ~თიმცა მის ეტერების, აწ კულავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების-

1183. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა მიმისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი, მას პატიჟთა მრავალ გუართა, კულავცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყუჱლაკაი, ჩემო რაცა დაგვემართა-

1184. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცუჱლნი მაზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან-

1185. ნუთუ ესენი გეგონენ, სხუათა მებრძოლთა წესითა, ნუცა მე მამკლავ, ჭირითა ამისგან უარესითა, შენ მკუდარსა გნახავ, დავიწვი ვითა აბედი კვესითა, მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაგანც უმაგრესითა-

1186. შენ საყუარელო ნუ ჰსჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა, ჩემი ჰსთქუა სხვათა, მიხუდების იგი ალვისა ტანითა, არამ სიცოცხლე უშენო, ვარ აქამდისცა ნანითა, ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა-

1187. შენმან მზემან უშენოსა, არვის მიხვდეს მთუარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიხუდეს, მოცავიდენ სამნი მზენი, აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი-

1188. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ, დამჰჴსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა, მამცეს ფრთენი და ავჰფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე, მზისა ელვათა კრთომასა-

1189. მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, გაღანამცა მას იახლე, მისი ეტლი არ თუ წბილი, მუნა გნახო მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მაქუნდეს, სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი-

1190. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა, მაგრამ შენი სიყუარული, ჩავიტანე ჩამრჩა გულსა, მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა, ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო ჩემსა სიყუარულსა-

1191. წადი ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა, მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ შეუშრობელსა-

1192. რაცა ვიჩივლე ბედისა, ჩემისა კმა საჩივარად, ჰსცან სამართალი მართალი, გულისა გულსა მივარად, შენთვის მოვჰკვდები, გავჰჴდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი, სატირლად და სატკივარად-