... (Q-1335), XVIII ს.

1158. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა რად გული კლდისა ტინისა შექმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახუარსა დაჩენა სამსალებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

1159. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღურების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქუეყანა მისვე ჩალისა წონითა

1160. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღუის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარ კიდებულნი მოქარავნენი ზუღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

1161. მუნ ქარავანი ურიცხუი მოსდგმოდა ზღუისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერ ადგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ მათ საუბარი ჰკიდესა

1162. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბო სრული დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს მზეო სიცოცხლეო შენ ამოჴე ჩუენი მლხენი ჩამოჴე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩუენი

1163. გარდახდა ჰკადრეს ჩუენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისმან მაჭარნი ზღუათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გუქონან ნაჭარნი

1164. ჩუენ აქა ვპოვეთ ზღუის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცო სიტყუისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მდებარე გუვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1165. თქუა ქარავანი ეგუიპტით გამოვემართეთ ერითა ზღუასა შეველით ტუირთულნი ლარითა მრავალ ფერითა მუნ მეკობრეთა დაგუჴოცნეს ძელით სახნისის წუერითა ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

1166. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გუეცემის ზიანი არ საზომისა შევიდეთ ვაი თუ დაგუხოცნნე ძალი არა გუაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ ღონე წაგუსვლია რჩომისა

1167. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგუცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა შემოვისხამ დაცაგწუთების ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცუთების

1168. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა თქუეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არა ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყუნეთ გულითა მშუიდითა შევიდეს ჩასხდეს ჴუამალდსა გამართეს ზღუისა კიდითა

1169. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღუის გულითა ქუელითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად საჴნისი ჰგია ძელითა

1170. კიოდეს და მოდიოდეს იძახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავჰჴოც იმ ყველასა ან სიკუდილი ჩემი დღეს ა

1171. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებენ ჴმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახუარნია ჩემთუვის მზანი ვერ მიჴსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

1172. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღუარი

1173. ჩაიცუა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ჴელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შევალითა ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა მტერნი დახოცნა ჴრმალითა

1174. კიოდეს იგი ლაშქარნი ჴმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა საჴნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქუე დგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა სხუით არათ არ მოტყდებოდა

1175. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხლტა მტერთა მიდამო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

1176. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დამალულნი მკუდართა შუა იმალვიან მალვენ ჴმასა

1177. გაუმარჯუდა ომი მათი ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგუხოცთო შენსა სჯულსა არ დაჰჴოცნა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა