... (Q-376), XIX ს.

1154. მე აქა ჩემსა ამოდ ვჰჯექ, მუნამდის არ მიკუნესია. შემოდგა კარსა მეფისა, მონათა უხუცესია. თანა ჰყუა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია. მოჳდეს დია გავჰკჳრდი, ვჰსთქვი რამე საქმე ზესია:-

1155. მისალამეს ფატმან მითხრეს, ჰბრძანებაა ცისა ჰსწორთა. დღეს რომელი უსენ შესძღუნა, ქალი მჰსგავსი მზეთა ორთა. აწ მომგუარე წაჳყუანოთ, ვლა არ გჳნდა გზათა შორთა. ესე მესმა და დამტყდეს, ცანი რისხჳთ ეცა გორთა:-

1156. მე გაკჳრუჱბით კულავ ვჰკითხე, რა ქალი გინდათ რომელი. მათ მითხრეს უსენ შემოსძღუნა, პირი ელუათა მკრთომელი. არას მარგებდა დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი. ავთრთოლდი ავჰსდეგ ვეღარა, ვერცა ქუჱ ვიყავ მჯდომელი:-

1157. შეველ ვნახე იგი ტურფა, მტირალად და ცრემლ დასხმულად. ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა აჰა მტრულად. ცა მობრუნდა რისხჳთ ჩემკენ, იავარ მყო აღმფხურა სრულად. შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთჳს გულმოკლულად:-

1158. მან მითხრა დაო ნუ გიკჳრს, ეგე რაზომცა ძნელია. ბედი უბედო ჩემზედა, მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს გიკჳრდეს, ავი რა საკჳრველია. სხუა და სხუა ჭირი ჩემზედა, არ ახალია ძველია:-

1159. თუალთა ვითა მარგარიტი, გარდმოჰყარა ცრემლი ჰჴშირი. ადგა ასრე გულუშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი. ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი. მთხოვა გარე აჯაღითა, მოიბურა ტანი პირი:-

1160. შეველ საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა. თუალმარგარიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა. თჳთო და თჳთო თჳთოსა, ქალაქსა ეფასებოდა. მივეც მას წელსა შევარტყი, შავგული ვისთჳს ჰკუდებოდა:-

1161. ვარქჳ ჩემო განღა სადმე, გეხმარების ესე გვარი. მათ მონათა ჴელთა მივეც, იგი პირი მზისა დარი. ჰსცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი. იგა მივა თავმოდრეკით, წყნარი არას მოუბარი:-

1162. ზედა მოატყდეს მჭურეტელნი, გაჴდა ზათქი და ზარები. ვერ იჭირჳდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან, საროსა მჰსგავსი ნარები. განკრთომით უთხრა ჱე მზეო, აქა ვით მოიგუარები:-

1163. ვითა მზემან მისნი მჭურეტნი, შექნა თუალისა მფახველად. მეფემან ჰბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად. ღ~თისაგან კიდე ვიცნმც იყო, კაცი ამისად მჰსახველად. ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ ჰრბოდეს ახ ველად:-

1164. გვერდით დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა. მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გუარითა. მან არა გაჰსცა პასუხი, პირითა მზისა დარითა. თავმოდრეკილი დაღრეჯით, ქუჱზის ცნობითა წყნარითა:-

1165. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა. სხუაგან იყო გული მისი, სხუასა რასმე იგონებდა. ვარდი ერთგან შეეწება, მარგარიტსა არ აღებდა. მჭურეტნი მისნი განაკჳრვნა, რასამცა ვინ იაზრებდა:-

1166. მეფე ჰბრძანებს რა შეჳგნათ, გული ჩუჱნი რით იხსნების. ამა ორთა კიდეგანთა, ჰაზრი არა არ იქმნების. ან ვისიმე მიჯნურია, სიყუარული ეგონების. მისგან კიდე არვისად ჰსცალს, ვეღარცა ვის ეუბნების:-

1167. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მჴედი. არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ზედი. ვით ზღაპარი ასე ესმის, უბედობა თუნდა ბედი. სხუაგან არის სხუაგან ჰფრინავს, გონება უძს ვითა ტრედი:-

1168. ღ~თნ ჰყოს შინა მოჳდეს, ძე ჩემი გამარჯუჱბული. მე დავახვედრო ესე მზე, და მისთჳს დამზადებული. მან ათქმეჳნოს ნუთუ რა, ჩუჱნცა ვჰსცნათ განცხადებული. მუნამდის მთუარე შუქკრთომით, ჰსჯდეს მზისა მოშორვებული:-

1169. ჴელმწიფისა შჳლსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა. უებროსა ზნედ და თუალად, შუჱნიერსა პირსა და ტანსა. მაშინ ლაშქარს წასრულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა. მამა მისთჳს ამზადებდა, შჳდ მნათობთა ერთთაგანსა:-

1170. მოიღეს ტანსა ჩააცუჱს, შესამოსელი ქალისა. მას ზედა შუქი მრავალი, ჰსჩნდა მნათობისა თუალისა. დაადგეს თავსა გჳრგჳნი, ერთობილისა ლალისა. მუნ ვარდსა ფერი აშუჱნებს, ბროლისა გამჭჳრვალისა:-

1171. მეფემან ჰბრძანა მოჰკაზმეთ, საწოლი უფლისწულისა. დაუდგეს ტახტი ოქროსი, წითლისა მაღრიბულისა. ადგა თჳთ დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა. მას ზედა დასვა იგა მზე, ლხინი მჭურეტელთა გულისა:-

1172. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომა მცველად კარისა. ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მჰსგავსად მათისა გუარისა. უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისა. ჰსცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისა:-

1173. გაამრავლეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი. ქალი პირმზე ბედსა ეტყჳს, რა ბედი მიძს ჩემი მკულელი. სადაური სად მოვჰსრულვარ, ვის მივხუდები ვისთჳს ხელი. რა ვჰქნა რა ვჰყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი:-