... (S-2781), XIX ს.

1154. უსენ ჰსთქუა ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმარან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერმჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან აწვე დამიხოცნეს

1155. მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გულნი ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1156. რა გამოხდა ხანი რამე გამოვიდა ღამედღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ ვუდარბაზო ვუძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანებაა ეგე თქვენი

1157. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები ამა ქალისა ამბავსა მომკალ თუ არ ეკრძალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები კულავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ხრმალები

1158. უსენ მივიდა ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეცა მისი მდომელი წინაშე წარსდგა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი მსწრობელი

1159. რა უსენს მეფეს წინა ჰსვა მრავალი დოსტაქანი კულავ შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1160. უთხრა დიდმან ჴხელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთრვალსა დია მიკვირს საძღუნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უსახოსა პოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

1161. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა ჱე მაღალო ჴელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენალო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა მბოძებია თქვენგან მეო

1162. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხუა რამე მყავს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1163. რას ვსცნობდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1164. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ყუა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1165. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მომგუარე წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვა ღმრთისა ეცა გორთა

1166. მე გაკვირვებით კულავ ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკუნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1167. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად

1168. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხუადასხუა ჭირი ჩემზედა არახალია ძველია

1169. თუალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულუშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯიღითა მოიბურა ტანი პირი

1170. შეველ საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თუალმარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მივე მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვის კვდებოდა

1171. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დარი ცნა მეფემან მოეგება კრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არას მოუბარი

1172. ზედა მოატყდა მჭურეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები განკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები