... (S-2781), XIX ს.

1173. ვით მზემან მისნი მჭურეტელნი შექმნნა თუალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღუთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისსა მიჯნურსა ხელი თუ რბოდეს ახ ველად

1174. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გუარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1175. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხუაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭურეტნი მისნი განაკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1176. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რით იხსნების ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების ან ვისიმე მიჯნურია სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს არცაღა ვის ეუბნების

1177. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1178. ღმერთმან ჰყოს შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1179. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ დართულად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1180. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჰსჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1181. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზ~ა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1182. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად ჰსცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1183. გაამრავლეს ნადიმობა სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1184. კულავცა იტყვის ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1185. ხადუმნი იხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცთარა თქვენი პატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1186. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია თქვენ სხვასა მნუკევთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1187. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცეთ საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1188. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1189. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი

1190. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გაზდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კულავ აქა სულსა დაუბამს დაუშლის აღმაფრენასა

1191. რა ხადუმთა აუსრულეს ქალსა თვისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯრებოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩაუნთქმელი

1192. მონანიცა გარდიხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვეო შემანანა