... (S-2781), XIX ს.

1134. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რამცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1135. ვსთქუი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყუანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა მოცდით უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1136. ავიყუანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1137. მოვიყუანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსუი მეტად მალვით არვის ვუთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1138. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ჰქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1139. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღურების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1140. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღურისაგან რომე მეკითხა ვინა ხარ ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა კიდეგანი ქვისაგან

1141. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი თვისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა

1142. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა მაგრამ მისი არა ვიცი ქმნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1143. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვსთქვი თუ ვუთხრა გამამჟღავნებს დარბაზს მივა ისი ფლიდი ესე მქონდა საგონებლად შევიდი თუ გამოვიდი

1144. ვჰსთქვი თუ არ ვუთხრა რა ვუყო ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1145. მე გლახ მარტომან რა ვჰყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და დავენდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა

1146. მივე მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე ვუთხარ გითხრობ რასმე მაგრამ პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მომეც მტკიცე ფიცი ჰფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1147. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა მერმე უთხარ ყველაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სადმე მო გიჩვენებ მზისა ფერსა

1148. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაკართა რა შუქნი ნახნა მზისანი სთქვა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ჴორციელი არისცა თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი

1149. ვუთხარ არცარა მე ვიცი ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ ქმნას დიდი ლმობიერობა

1150. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქნამკრთალისა რას გარდუქმნიხარ ზაფრანად შენ ფერად მსგავსი ლალისა

1151. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გუჱლნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგვითენდა

1152. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხიავაზა პირქუშად ჰზის წყრომა ვერ ვუგრძენითა კულაცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით ეს ოდენ გვითხრა ენითა

1153. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ ვეაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრამ ვერა ვერ ვაჭამეთ