... (H-925), XVIII ს.

1156. ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისე მკვდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1157. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავისწინა ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1158. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით

1159. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ სწვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღმერთო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1160. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა აჰ აჰ ჩავიჭერ მე რასა

1161. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია

1162. იგივე მითხარ მას აქეთ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნეს ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1163. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა სცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე

1164. ფატმან იტყვის მამეშორა მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადამღვრელთა

1165. სახლი და შვილი მამძულდეს ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1166. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასულა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა

1167. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს და სჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1168. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არცა ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით

1169. მათ სხვათა მათი ანბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქუჱნ ქვრიმა დაგითესია ჩემი ანბავი ანბავთა თქუჱნთაგან უკეთესია

1170. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1171. დურარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაკოდს ჴმა მისი არავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია

1172. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვკადროთო დავსება პირისა ჴმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა

1173. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავყვები

1174. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით