... (H-66), 1832 წ.

1135. მივედით გვქონდა ორთავე: კრძალვა მისისა კრძალისა ჰკადრეთ თუ მზეო სახმილი: გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი: მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად: შენ ფერად მზგავსი ლალისა

1136. რაცა ვკითხეთ არა ვიცით: ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს: ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა: ზედა რამცა გაგვითენდა

1137. ვერა დავყარეთ პასუხი: ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირ ქუშად: ზის წყრომა ვერ უგრძენითა კვლაცა ვაწყინეთ ატირდა: მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით: ეს ოდენ გვითხრა ენითა

1138. დავსხედით და მის თანავე: ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ: სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივ ვიაჯეთ დადუმება: დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე: მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1139. უსენ იტყვის ბევრ ათასნი: ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმამან: კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭვრეტელმან: თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან: ღ~თნ იგი დამიხოცნეს

1140. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი: წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდა სიხარულად: გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან: მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად: დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან განჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე჻

1141. რა გარდახდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანებაა ეგე თქვენი

1142. უსენ ტაბაკსა დააწყო: მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდებია: დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ანბავსა: მამკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემამფიცა არ ვიტყვი: თავსაცა მეცეს ხმალები

1143. უსენ მოვიდა ჴელმწიფე: დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა: და მეფე მისი მდომელი წინა მივიდა შეიძღვნა: ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახონ მთვრალი ვაჭარი: ცქაფი უწფელი წომელი

1144. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს: სხვა ფარჩა და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1145. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან: უჭკუოსა უსენს მთვრალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა: უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან: ძღვენთა შენთა ნაათალსა

1146. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ჴელმწიფეო ზეცით შუქთა მამფენელო: მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის: ოქრო გინდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა: მბოძებია თქვენგან მეო

1147. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1148. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა უანბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა: მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულ ქნა უსენის თქმულისა

1149. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ: მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ჴელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქვი რამე საქმე ზესია

1150. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მომგვარე წავიყვანო: ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა და დამტყდეს: ცანი რისხვით ეცა გორთა

1151. მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე: რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1152. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლ დასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ხედავ სრულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ: იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულ მოკლულად

1153. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არ ახალია ძველია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკვირველია