... (Q-609), XIX ს.

1134. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ჴელმწიფეო: ზეცით შუქთა მამფენელო: მარჩენელო არსთა მზეო: რაცა სხვა მაქუს ვისი არის: ოქრო გინდა საჭურჭლეო: დედის მუცლით რა გამამყვა: მბოძებია თქვენგან მეო:

1135. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა: სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა: მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა: მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა:

1136. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა: უამბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა: მეფესა მეტად იამა: მიეცა ლხინი გულისა: უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულ ქნა უსენის თქმულისა:

1137. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ: მუნამდის არ მიკვნესია: შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია: თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ჴელმწიფეთა წესია: მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქვი რამე საქმე ზესია:

1138. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა მზისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა: აწ მომგვარე წავიყვანო: ვლა არ გვინდა გზათა შორთა: ესე მესმა და დამტყდეს ცანი: რისხვით ეცა გორთა:

1139. მე გაკვირვებით კვლავ ვჰკითხე: რა ქალი გინდა რომელი: მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი: არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მხდომელი: ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი:

1140. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლ დასხმულად: ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ხედავ სრულად: ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ: იავარმყო ამფხვრა სრულად: შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულ მოკლულად:

1141. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია: ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია: კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკჳრველია: სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არ ახალია ძველია:

1142. თვალთათ ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ხშირი: ადგა ასრე გულ უშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი: ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი: მთხოვა გარე აჯაღითა: მოიბურა ტანი პირი:

1143. შევე საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა: თვალ მარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა: თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა: მივე მას წელთა შევარტყი: შავ გული ვისთვის კვდებოდა:

1144. ვარქვი ჩემო განღა: სადმე გეხმარების ესე გვარი: მათ მონათა ჴელთა მივეც: იგი ტურფა მზისა დარი: ცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი: იგი მივა თავ მოდრეკით: წყნარი არას მოუბარი:

1145. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გაჰჴდა ზათქი და ზარები: ვერ იჭირვიდეს სარაგნი: მუნ იყო არ სიწყნარები: იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები: გაკრთომით უთხრა ჱე მზეო: აქა ვით მოიგვარები:

1146. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნა თვალისა მფახველად: მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად: ღ~თისაგან კიდე ვიცნმ იყო: კაცი ამისად მსახველად: მართებს ამისთა მიჯნურსა: ჴელნი თუ რბოდეს ახ ველად:

1147. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა: მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა: მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა: თავ მოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა:

1148. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა: სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა: ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა: მჭვრეტნი მისნი გააჰკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა:

1149. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იჴსნების: ამ ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქნების: ან ვისიმე მიჯნურია: საყვარული ეგონების: მისგან კიდე არვისად სცალს: ვეღარცავის ეუბნების:

1150. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი: არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედა ზედი: ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი: სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი:

1151. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული: მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული: მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული: მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული:

1152. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ: კარგსა ყმასა გულოვანსა: უებროსა ზნედ და თვალად: შვენიერსა პირსა ტანსა: მაშინ ლაშქარს წასულ იყო: მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა: მამა მისთვის ამზადებდა: მას მნათობსა დასაგვანსა:

1153. მოიღეს ტანსა ჩააცვეს: შესამოსელი ქალისა: მას ზედა შუქი მრავალი: ჩნდა მნათობისა თვალისა: დაადგეს თავსა გვირგვინი: ერთობილისა ლალისა: მუნ ვარდსა ფერი აშვენებს: ბროლისა გამჭვირვალისა: