... (W-27), XVII ს.

1136. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა შენთვის ველიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1137. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1138. ჩუენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქუენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1139. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყუარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყუელა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე

1140. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1141. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰჴდა ქნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა

1142. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე შეჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1143. ზანგმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისი თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მოიცადე მზისა შუქნი ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1144. შენ პატრონი არსთა მზე ხარ ქუეყანისა არეული ალვის ნორჩი ცისკრის ვარდი მუშკ სურნელი ა[..............] ბროლ ბალახში ძოწ გიშერი პირ გავსილი[...........] ნუ დასჭნები წამერთ მოვა ღ~თის წყალობა[ .......]

1145. პირმზე გაჰკუირდა ფატმანის ამბითა საკუირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1146. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწათა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1147. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლაც მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია

1148. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყუელაი თქუენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1149. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა

1150. პირმზე სწერს აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1151. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1152. სხვა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1153. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშურალია იჭირვის იწვის ენთების ჩემებრ სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ბრალია

1154. შენ ამბავი არ გიანბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყუარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთუალე