... (W-27), XVII ს.

1155. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკუდარსა ვნახავ მოვკუდები მე სიკუდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვითა ყორითა

1156. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა თავის საყუარელთან მიწერილი

1157. აწ საყვარელსა მიუწერს გულ ამოსკუნილი მტირალი მისმანვე ცეცხლი დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1158. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები ტანი კალმად მაქუს კალამი ნაღველსა ამონაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეჴსნები აწ ები

1159. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ძნელია

1160. ხედავ ჩემო ვით გაგუყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან

1161. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი ყუელა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე

1162. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მამიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყუარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1163. სხვად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშურების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კულავ იგი ქმნა სოფელმან რაცა მას შეეფერების

1164. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გვართა კულავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგუემართა

1165. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1166. ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მამკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1167. შენ საყუარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქუა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1168. შენმან მზემან უშენოსა ვერვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან არვის მართებს მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1169. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა აერთა თანა ძრომასა მომხვდენ ფრთენი და აღვფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1170. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას იახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკუდილიმცა მამხვდეს ტკბილი

1171. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყუარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მამეგონოს მოშორვება მამატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყუარულსა

1172. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1173. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვჰკუდები გავჴდები ყორანთა დასახივარად ვირემ ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად