... (Q-376), XIX ს.

1135. მე გლახ მარტომან რამე ვჰყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა. მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა. არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მომცემს იმედობასა. სულს ვერ წარიწყმენდს ვერა იქმს, ფიცისა გაცუდებასა:-

1136. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა, ველაღობე ველაციცე. მერმე ვუთხარ გითხრობ რასმე, მაგრამ პირუჱლ შემომფიცე. არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე. ფიცი ფიცა საშინელი, თავიცაო კლდეთა ვიცე:-

1137. რაცა მითხრა სიკუდილამდის, არ ვის უთხრა სულიერსა. არა ბერსა არა ყმასა, მოყუარესა არცა მტერსა. მერე ვუთხარ ყუელაკაჲ, უსენს კაცსა ლმობიერსა. მოდი მომყევ აქა სადმე, მო გიჩუჱნებ მზისა ფერსა:-

1138. ადგა ამყუა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი. უსენ გაჰკჳრდა გაცაჰკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი. ჰსთქუა რა მიჩუჱნე რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი. თუ ჴორციელი არისმცა, თუალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი:-

1139. ვუთხარ არცა რა მე ვიცი, ამისი ჴორციელობა. რაცა არ გითხარ მის მეტი, არა მაქუს ცნობის ვჰრცელობა. მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის, ვისგან ჰსჭირს ისი ხელობა. ნუთუ რა გჳთხრას ვიაჯნეთ, ჰყოს დიდი გულმლმობერობა:-

1140. შევედით გუქონდა ორთაუჱ, რიდი მის მზებრ კრძალისა. ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი, გვედების შენგან ალისა. გჳთხარ რა არის წამალი, მთუარისა შუქნამკრთალისა. რას გარდუქმნიხარ ზაფრანად, შენფერად მჰსგავსი ლალისა:-

1141. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით, ესმა ანუ არ ისმენდა. ვარდი ერთგან შეეწება, მარგარიტსა არ აჩენდა. გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა. მზე ვეშაპსა დაებნელა, ჩუჱნ ამად არ გაგვითენდა:-

1142. ვერა დავჰყარეთ პასუხი, ჩუჱნ საუბრითა ჩვენითა. ვეფხი ავაზა პირქუშად ჰზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კულავცა ვაწყინეთ ატირდა, მჩქეფრად ცრემლისა დენითა. არა ვიციო მიმიშჳთ, ეს ოდენ გჳთხრა ენითა:-

1143. დავჰსხედით და მასთანავე, ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ. რაცა გუეთქუა შეჳნანეთ, სხუამცა რაღა შეჳწამეთ. ვეაჯენით დადუმებას, დავადუმეთ დავაამეთ. ჩუჱნ მივართჳთ ხილი ტურფა, მაგრამ ვერა ვერ ვაჭამეთ:-

1144. უსენმან ჰსთქუა ბევრათასნი, ჭირნი ამან ამიხოცნეს. ესე ღაწუნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს. უმართლეა ვერ მჭურეტელმან, თავს თუ ჭირნი უასოცნეს. მე თუ შჳლნი მირჩევნიან, ღ~თნ აწუჱ დამიხოცნეს:-

1145. მას ვუჭურიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმა ახით. შეყრა გჳჩნდა სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან, მოჳცალით იგი ვნახით. გული ჩუჱნნი გაუშუჱბლად, დაეტყუჱვნეს მისის მახით:-

უსენისაგან გამჟღავნება ნესტანდარეჯანისა მეფის წინაშე (41)

1146. რა გარდახდა ხანი რამე, გამოჳდეს ღამე დღენი. უსენ მითხრა არ მინახავს, ძოღანდლითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ წავალ ვნახავ, უდარბაზო უძღუნა ძღვენი. მოვახსენე დია ღ~თო, ჰბრძანება ჰყავ ეგე თქვენი:-

1147. უსენ ტაბაკსა დააწყო, მარგარიტი და თვალები. დავვედრე დარბაზს დაგხვდების, დარბაზის ერი მთურალები. ამა ქალისა ჰამბავსა, მამკალ თუ არ ეკრძალები. კულავ შემომფიცა არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები:-

1148. უსენ მოვიდა ჴელმწიფე, დახუდა ნადიმად მჯდომელი. უსენ არიფი მეფისა, და მეფე მისი მდომელი. წინაშე წარსდგა შეიძღუნა, ძღუჱნი მიართუა რომელი. აწ ნახე მთურალი ვაჭარი, ცქაფი უწურთუჱლი რომელი:-

1149. რა უსენმან მეფეს წინა, ჰსუა მრავალი დოსტაქანი. კულავ შესვეს და კულავ აივსნეს, სხუა ფარჩნი და სხუა ჭიქანი. დაავიწყდა იგი ფიცი, რა მუსაფი რა მაქანი. მართლა თქმულა არა მართებს, ყუავსა ვარდი ვირსა ჰრქანი:-

1150. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან, უჭკუოსა უსენს მთურალსა. დია მიკჳრს საძღუნოდ ჩუჱნდა, სით მოიღებ ამა თუალსა. მარგარიტსა დიდროვანსა, უსახოსა ჰპოებ ლალსა. ვერ გარდჳხდი თავმან ჩემმან, ძღუჱნთა შენთა ნაათალსა:-

1151. თაყუანისჰსცა უსენ ჰკადრა, ჱე მაღალო ჴელმწიფეო. ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა მზეო. რაცა სხუა მაქუს ვისი არის, ოქრო გინა საჭურჭლეო. დედისმუცლით რა გამომყუა, მბოძებია თქუჱნგან მეო:-

1152. ამას გკადრებ თავმან თქუჱნმან, არა გმართებს მადლი ძღუნისა. სხუა რამე მყავს სასძლოდ თქუჱნდა, შესართავად თქუენი ძისა. მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მჰსგავსი მზისა. მაშინ მეტად გაამრავლოთ, თქუჱნ ჰბრძანება ნეტარძისა:-

1153. რას ვჰსცნობდი უსენ გატეხა, ფიცი სიმტკიცე ჰსჯულისა. უამბო პოვნა ქალისა, მჭურეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა. უბრძანა დარბაზს მიყუანა, სრულჰქმნა უსენის თქმულისა:-