... (S-2781), XIX ს.

1115. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გვაძს დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძურისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან ჴმა წინწილისა ებნისა მაედანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა

1116. ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღუჱბის უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწუჱველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინ ა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

1117. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით კულავ დავსხედით გახარებად უნებურნი არ ვიყვენით

1118. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ხამსა მამყვებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ხმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდეთმასა

1119. აქ ბაღსა შ~ა ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მჴედველნი ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიყოლენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კულავ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი

1120. ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

1121. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვსთქვი ანუ მხეცად სხვას ვამსგავსე მემცა რასა

1122. მე შორვიდა ვერად ვიცან მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქითაქათ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოვიდეს გამიკვირდა იგი უცხო სანახავი

1123. გამოზიდეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიჴედვიდი სულღებული ვიყავ შინა

1124. მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა უჭურეტდი ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა

1125. რა მობრუნდა ქალი ჩემკე შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწუთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოვლად ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხშევ კარი ჩემკე მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1126. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყვნენ მდომელნი

1127. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ წაჰგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთუარე ქმენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1128. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოყიდეს შევუზახენ დახოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგინი ზღვას შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვჰგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1129. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფუცავ რომე იგი მზეა არა ჰმართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

1130. ესე სიტყუა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა მისთვის გახდეს ვითა ჴელნი ღუარმან ზედა მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1131. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმანმან სთქუა მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდვუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1132. ვკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა იმა ზანგთა სით მოყუანდი შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დერაჯანის კითხუა ვინაობისა თ~სისა და ამბავისა შეტყობა

1133. რა შევაწუხე კითხვითა მეტითა საუბარითა გულამოსკუნითა ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა ბროლლალსა ღუარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭურეტელი დავიწვი გავხე გულითა მკუდარითა