... (A-656), XIX ს.

1152. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვიდეს სარანგნი მუნ იყო არსიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

1153. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისსა მიჯნურსა ხელი თუ რბოდენ ახ ველად

1154. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1155. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტს არ უჩვენებდა მჭვრეტნი სხვანი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1156. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების ან ვისიმე მიჯნურია საყვარელი ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცა ვის ეუბნების

1157. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედასზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1158. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1159. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1160. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა და ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1161. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ხელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1162. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად მზგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1163. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსრულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1164. კვლავცა იტყვის ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1165. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმენდით მოდით ცნობასა მოღორებულ ხართ დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცთარა თქვენი ხელმწიფე ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1166. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკევთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1167. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1168. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი

1169. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა ნახეთ თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1170. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღედ სიკუდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1171. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა გაიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გველისაგანგავსებული ჩასანთქმელი