... (A-859), 1841 წ.

1140. გულითა ღ~თსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი. თქუა ღ~თო გმადლობ რომელი, ხარ ჭირთა მამალხენელი. მყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი. წყალობა თქუჱნი იჩქითად, არს ჩუჱნი გარმომფენელი:-

1141. მის ამბისა ცნობისათჳს, ცრემლით ღ~თსა ადიდებდა. ფატმან ეჭუდა თავისათჳს, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა. ყმა ნამუსსა ინახვიდა, სიყვარულსა იფერებდა. ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა:-

1142. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილთანა წოლითა. ყმა უნდო გვარად ეხვევის, ყელსა ყელითა ბროლითა. კლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა. გული მჴეც ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა:-

1143. ავთანდილ მალჳთ ცრემლსა სდის, სწვავს სისხლ ნართავისად. შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავისად. იტყჳს თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდი ავისად. უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული მსგავსად ყვავისად:-

1144. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი, ქჳსაცა დასალბონია. გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია. ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია:-

1145. გათენდა ბანად წავიდა, მზე სოფელს შუქ ნაკიდები. დიაცმან უძღვნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები. მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი წმიდები. რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას მერიდები:-

1146. ავთანდილ თქუა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა. სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა. მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მხნესა. მოემატა დაშვენება, დაემგზავსა ლომი მზესა:-

1147. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად. ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირ ბნელად. ფატმან ნახა გაუკვირდა, ვაჭრულისა [უ]მოსელად. შემოსცინნა აგრე სჯობსო, შენთჳს ხელთა სასურველად:-

1148. ფატმან მისსა შვენებასა, მეტის მეტად კვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა. შეეტყვების არ მიცნობსო, რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა. თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა:-

1149. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა. ღჳნო სმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა. საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა. ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა:-

1150. ფატმან მივიდა ავთანდილს, ხმა ესმა მისგან ოხისა. იტყოდა მომკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა. გვერცა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა. ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა:-

1151. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია. დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია. მაგრა აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია. ჩემნი მამკულელნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია:-

1152. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა. მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა. თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლი, საჭურჭლე ზარდახანისა:-

1153. შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისანდობელი. მათ უჳს ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი. იგია ჩემი დამწველი, და ჩემი დამადნობელი. მან გამამგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი:-

1154. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად. მივლია ყოვლი ქუჱყანა, მის მზისა მონაცვალისად. მისთჳს გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად. გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად:-

1155. ავთანდილ ფატმანს ყველაი, უთხრა ამბავი თავისა. ამბავი ტარიელისგან, შემოსვა ვეფხის ტყავისა. უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერ შენგან უნახავისა. ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა:-

1156. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მისა რგებასა. უშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა. ვინცა სცნობს კაცი ყველანი, ჩუჱნსა დაიწყებს ქებასა. ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა:-

1157. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული. ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩუჱნგან ცნეული. მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული. ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩუჱნ გან ძლეული:-

1158. ფატმან თქუა ღ~თსა დიდება, საქმენი მომხვდეს მორანი. დღეს რომე მესმნეს ამბავი, უკუდავებისა სწორანი. მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი. უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი:-

1159. აწ გამოჩნდების სახმრობა, ჩემი შენისა გრძნებისა. ფიცხლად დამივსო სახმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა. მას მზესა კადრე მიზეზი, მისისა განკურნებისა. მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ამბავი ნებისა:-