... (A-859), 1841 წ.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი.

1160. ფატმან სწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო. შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო. სიტყუა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზ ენაო. ბროლო და ლალო ორივე, კვლავ ერთგან შენათხზენაო:-

1161. თუმცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე. მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე. შენთჳს ხელქმნილსა ტარიელს, ამბითა მოალხენიე. ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე:-

1162. მოსრულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული. ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული. სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული. შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული:-

1163. ჩვენ ამისთჳს ესე მონა, გამოვგზავნეთ თქუჱნსა წინა. ვჰსცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა. მანდაურთა მეომართა, ანგარიში წვრილად გვინა. ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა:-

1164. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე. მერმე შენსა საყვარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე. შენი ყველა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე. ღ~თსა უნდეს მოყვარენი, შესაფერნი შეგაზავნე:-

1165. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები. დაგნატრი მიხვალ დაგხვდების, ბროლი სათი და ლალები. ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები. შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები:-

1166. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა. ესე წიგნი მიართჳო, ქალსა მზისა დასაგვანსა. მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედან ტანსა. მასვე წამსა გარდაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა:-

1167. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა. უჩინლად შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა. მას მზესა კადრა სალამი, მისისა სასურველისა:-

1168. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი. შევიდა ზანგი პირ შავი, თმა გრძელი ტან ნაბდიანი. იგი მზე დაჰკრთა ეგონა, სამოსი რამე ზიანი. შესცუალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი:-

1169. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები. მე ვარ მონა ფატმანისა, თქუჱნს წინაშე ნამგზავრები. ამა წიგნმან განმამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები. მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო ადრე ნუ დასჭნები:-

1170. პირ მზე გაჰკვირდა, ფატმანის ამბითა საკჳრველითა. ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა. მას იგი წიგნი მონამან, მისცა თავისა ხელითა. სულთქვამს იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა:-

1171. მონასა ჰკითხა მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი. ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედან მტკებნელი. მან მოახსენა ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი. რა წამოსრულ ხარ მას აქეთ, შენგან ჩუჱნია მზე ბნელი:-

1172. ფატმანის გული მას აქეთ, ლახვართა შენახევია. მას რომე ცრემლი სდიოდეს, ზღვათაცა შენართევია. მე ერთხელ შენი ამბავი, მისთჳს კულავ მიმირთმევია. ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ, ტირილი არ დამლევია:-

1173. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შვენიერითა პირითა. მან უთხრა წვრილად ყველაი, თქუჱნ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა. მე გამომგზავნეს დამვედრეს, სწრაფა სწრაფითა ხშირითა:-

1174. ქალმან უთხრა მემართლების, ყმაო შენი ნაუბარი. ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი. უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მამდებარი. მე მიუწერ შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ მდუღარი:-

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი.

1175. პირ მზე ვჰსწერ აჰა ხათუნო, დედისა მჯობო დედაო. მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან, რა მიყო ამას ჰხედაო. მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა, სხვაცა დამერთო ზედაო. აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო:-

1176. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადჳლე ჭირები. აწ აქა სრულთა ქაჯთაგან, ვარ ასრე დანამჭირები. ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები. ავად მამიხდა თათბირი, და ჩემი დანაპირები:-

1177. სხვა ამბავი აქაური, მეტი რამცა მოგიწერე. ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე. მაგრამ სპანი უთვალავნი, მცვენ და მათი სიალფერე. რასა ჰქჳან ძებნა ჩემი, არ ეგების დაიჯერე:-