... (A-859), 1841 წ.

1120. კულავ ვკითხეთ გვითხარ მართალი, საქმე შენ მზეებრ ნათელისა. ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ, მანათობელი ბნელისა. მან არა გვითხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა:-

1121. არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი. არა არ გვითხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი. ქუშ ქუშათ გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი. ვითა ასპიტი მჭურეტელთა, მისთა თუალითა მლალავი:-

1122. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია. იმისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია. ბედი მეფისა ჩუჱნისა, ასთაგან სანატრელია. მით რომე ღ~თი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია:-

1123. ესე ღმერთსა მისაგვრელად, მისად ჩუჱნთჳს მოუცდია. მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით, მეფე ჩუჱნი ამაყია. პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია:-

1124. მივამოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით. დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მზესა წინ მოვეკიდენით. არცარა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით. იგი ტირს ღაწუსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით:-

1125. მე როშაქს ვკადრე გამიშვი, კვლავ ადრე თქუჱნი მხლებელი. აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი. მან გამამიშუა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი. თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მსწრებელი:-

1126. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა. მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვცან ჩემისა ღონისა. ცოტაი ლხენა მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა:-

1127. მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა. ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა. მან იგივე კულავ მიამბო, რაცა მუნით მამესმინა. ამ ამბავმან განმაცოცხლა, სულ მობრძავი დამარჩინა:-

1128. მე ორნი შავნი მონანი, მყვანან სავსენი გრძნებითა. უჩინოდ მივლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა. მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა. მაცნობეთ მისი ამბავი, თქუჱნითა მოქმედებითა:-

1129. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა. მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა. ვერვის შეუდგმან საჭვრეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა. ქვე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა:-

1130. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია. ჯერ ქორწილოთ არა მცალს, აწ გული ცეცხლ ნადებია. შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია. ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია:-

1131. ყოვლი მცოდნენი გრძნებისა, მას თანა წაუტანია. მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია. ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია. დაეყოვნების წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია:-

1132. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია. ქალაქსა შიგან მაგარნი, კლდე მაღალი და გრძელია. მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია. მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია:-

1133. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირ ნასები. ათი ათასი ჭაბუკი, სდგის ყველა კაი ხასები. ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები. გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები:-

1134. ესე ამბავი ავთანდილ, პირ მზემან მაგარ ვადამან. რა მოისმინა იამა, სხუად არა გააცხადა მან. შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან. ამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან:-

1135. ფატმანს უთხრა საყუარელო, კმა ხარ ჩემთჳს სასურველად. მე ამბავი სანატრელი, მამასმინე არ პირბნელად. მაგრა საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად. ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად:-

1136. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა. მაგრა ქაჯნი უხორცონი, რას აქნევენ მიკვირს ქალსა. ფატმან უთხრა მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა. არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობია კლდესა სალსა:-

1137. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი. კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედან გახელოვნებულნი. ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი ვერვისგან ვნებულნი. მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი:-

1138. იქმენ რასმე საკჳრველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ. ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ. ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ. სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ:-

1139. ამისთჳს ქაჯად უხმობენ, გარეშემონი ყველანი. თვარა იგიცა კაცნია, ჩუჱნებრვე ხორციელანი. ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი. დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყუანი აწინდელანი:-