... (H-302), 1803 წ.

1136. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილთანა წოლითა, ყმა უნდო გვარად ეხვევის, ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ჰსძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული ჴელ ქმნილი გაჰსჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა-

1137. ავთანდილ მალვით ცრემლს ადენს, მართ მჰსგავსად მთათა ღუარისა, შიგან მელნისა მორევსა, ჰსცურავს გიშრისა ნავისად, იტყუის თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდი ავისად, უმისოდ ნეხუთა ზედა ვზი, ბულბული მგზავსად ყვავისად-

1138. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი, ქვათაცა დასალბონია, გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია, ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია, თუ ყუავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია-

1139. გათენდა ბანუად წავიდა, მზე სოფელს შუქ ნაკიდები, ფატმანმან უძღუნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები, მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი წმიდები, რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას დამერიდები-

1140. ავთანდილ ჰსთქუა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა, სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა, მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მჴნესა, მოემატა დაშუჱნება, დაემჰსგავსა ლომი მზესა-

1141. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწუჱველად, ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირ ბნელად, ფატმან ნახა გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინნა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად-

1142. ფატმან მისსა შუჱნებასა, მეტის მეტად ჰკვირდებოდა, ყმამ არა პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა, შეეტყვების არ მიცნობსო, რა რეგვნად და რაგვარ ჰჴმობდა, თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა-

1143. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო ჰსმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა, საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა-

1144. ფატმან მივიდა ავთანდილს, ჴმა ესმა მისგან ოხისა, იტყოდა მამკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა, გვერცა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა-

1145. ავთანდილ ჰბრძანა ჱე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია, დაჰკრთები ამა ჰამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია, მაგრამ აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მამკლველნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია-

1146. ჰგგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა, მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგუანისა, მაქუს პატრონობა მრავლი, სამეფისა საჭურჭლე ზარდახანისა-

1147. შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისანდობელი, მათ უვისთ ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწუჱლი, და ჩემი დამადნობელი, მან გამამგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი-

1148. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქუჱყანა, მის მზისა მონაცვალისად, მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად-

1149. ავთანდილ ფატმანს ყოველი, უთხრა ჰამბავი თავისა, ჰამბავი ტარიელისგან, შემოსვა ვეფხის ტყავისა, უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ჴშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა-

1150. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მისა რგებასა, უშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა, ვინცა ჰსცნობს კაცი ყველანი, ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კულავ მიხუდენ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა-

1151. მომგუარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყუჱლაი, ჰამბავი ჩვენგან ცნეული, მანცა გვაცნობოს მართალი, ვჰქმნათ მისი გამორჩეული, ღ~თმან ჰქმნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩვენგან ძლეული-

1152. ფატმან ჰსთქუა ღ~თსა დიდება, საქმენი მომხვდეს მორანი, დღეს რომე მესმნეს ჰამბავი, უკუდავებისა სწორანი, მოჰგუარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი, უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი-

1153. აწ გამოჩნდების სახმრობა, ჩემი შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსო საჴმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი, მისისა განკურნებისა, მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ჰამბავი ნებისა-

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანსა თანა მიწერილი

1154. ფატმან ვჰსწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწუჱლო ამაზრზენაო, სიტყუა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზ ენაო, ბროლო და ლალო ორივე, კულავ ერთგან შენათხზენაო-