... (H-302), 1803 წ.

1116. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე უცხოა, თჳთ საამბობლად ძნელია, ბედი მეფისა ჩვენისა, არსთაგან სანატრელია, მით რომე ღ~თი მას მისცემს, რაც უფრო საკუირველია-

1117. ესე ღ~თსა მისაგვრელად, მისად ჩვენთვის მოუცდია, მიუყუანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია, თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირუჱლ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია-

1118. მივამოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით, დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მზესა წინ მოვეკიდენით, არცარა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ, არცა თუ წავეკიდენით, იგი ტირს ღაწუსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით-

1119. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, კვლავ ადრე თქუჱნი მხლებელი, აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი, მან გამამიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მსწრებელი-

1120. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა, მე რა იგ მესმა შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაჲ ლხენა მომეცა, მგზავსი დრამისა წონისა-

1121. მოვიყუანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა, ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა, მან იგივე კულავ მიამბო, რაცა მუნით მამესმინა, ამ ჰამბავმან გამაცოცხლა, სულ მობრძავი დამარჩინა-

1122. მე ორნი შავნი მონანი, მჰყუანან სავსენი გრძნებითა, უჩინოდ მივლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა, მოვასხენ ქაჯეთს გავჰგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ჰამბავი, თქვენითა მოქმედებითა-

1123. რამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა, მიუგურიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭურეტად, თუალნი მართ ვითა მზისადა, ქუჱ დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა-

1124. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია, ჯერ ქორწილოთ არა მცალს, აწ გული ცეცხლ ნადებია, შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია, ციხეს დაუსუამს ხადუმი, ერთაი უახლებია-

1125. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა, მას თანა წაუტანია, მით რომე გზაა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია, ქუჱ დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების წასულა, ჯერეთ ცოტაი ხანია-

1126. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია, ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გუირაბი, ასაძრომელი ხურელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია-

1127. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირ ნასები, ათი ათასი ჭაბუკი, ჰსდგას ყუელა კაი ხასები, ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები, გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები-

1128. ესე ჰამბავი ავთანდილ, პირ მზემან მაგარ ვადამან, რა მოისმინა იამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან, ჰამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან-

1129. ფატმანს უთხრა საყუარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი, მამასმინე არ პირბნელად, მაგრამ საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყუჱლა უჴორცოა, რამან შექმნა ჴორციელად-

1130. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი, რას აქნევენ მიკვირს ქალსა, ფატმან უთხრა მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობია კლდესა სალსა-

1131. ქაჯნი სახელად მით ჰრქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედან გაჴელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნებნი, თჳთ არავისგან ვნებულნი, მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი-

1132. იქმენ რასმე საკუირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღუა ზღუა დაამხობენ, ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, ჰსწადდეს დღესა ბნელად იქმენ, ჰსწადდეს ბნელსა ანათობენ-

1133. ამისთვის ქაჯად უჴმობენ, გარეშემონი ყუჱლანი, თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ჴორციელანი, ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მიამნეს ჰამბავნი, სიტყუანი აწინდელანი-

1134. გულითა ღ~თსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი, ჰსთქუა ღ~თო გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი, ყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, შენ ხარ ჩვენზედა წყალობის, იჩქითად გარდმომფენელი-

1135. მის ჰამბისა ცნობისათვის, ცრემლით ღ~თსა ადიდებდა, ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კულავ იდებდა, ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყუარულსა იფერებდა, ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა-