... (Q-376), XIX ს.

1116. მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი. უჩუჱნე ჰხედავთ ჲინდოთა, ტყუჱდ ჰყუანან შუქნი რომელნი. ჩაეპარენით ჩადით ვარქუ, წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი. მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყონ მდომელნი:-

1117. თუ არ მოგცენ ნუღარ მიჰსცემთ, წაჰგუარენი დაჰჴოცენით. მოიყუანეთ იგი მთუარე, ამას კარგად ეცადენით. ჩემნი ყმანი ზედა დაღმე, ჩაეპარნეს ვითა ფრენით. დაევაჭრეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით:-

1118. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შეჳგენ არ მოჰყიდეს. შეუზახენ დაჰჴოცენით, დაიპყრეს და თავსა ჰსჭრიდეს. იგინი ზღუასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა ჰსცვიდეს. ჩავეგებე გამოვგუარე, ზღჳსპირს ხანსა არ დაზმიდეს:-

1119. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა. ვჰფიცავ რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა. ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინცა ვით ჰქმნას ნახაზობა. მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა:-

1120. ესე სიტყუა დაასრულნა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი. ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი. ერთმანერთი დაავიწყდათ, მისთჳს გახდეს ვითა ხელნი. ღუარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი:-

1121. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყუჱტ გაასრულე. ფატმან ჰსთქუა მივეგებე, გული მისთჳს ვაერთგულე. გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე. ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევიყუარე გაჳსულე:-

1122. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო, ანუ შჳლი ვისთა ტომთა. ამა ზანგთა სით მოჰყუანდი, შენ პატრონი ცისა ჴომთა. მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყუათა ესე ზომთა. ას ნაკეცი წყარო ვნახე, თუალთა მისთა მონაწთომთა:-

ფატმა-ნისაგან ნესტანდარეჯანის კითხუა ვინაობისათჳსსისა და ჰამბავისა მისისა შეტყობის ჰნდომა (40)

1123. რა შევაწუხე კითხჳთა, მეტისა საუბარითა. გულამოკუნესით ატირდა, მით რამე ჴმითა წყნარითა. ბროლლალსა ღუარი ნარგიზთა, მოჰსდის გიშრისა ღარითა. მისი მჭურეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკუდარითა:-

1124. მითხრა შენ ჩემთჳს დედაო, ხარ უმჯობესი დედისა. რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა. ღარიბი ვინმე შემჰსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა. თუ რამცა მკითხო ძალიმცა, გიგმია არსთა მჴედისა:-

1125. ვჰსთქჳ უჟამოდ არ წესია, მოყუანა და მზისა ჴმობა. მომყუანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა. მოცდით უნდა ჟამის პოვნით, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა:-

1126. ავიყუანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვჰსთქჳ უქი. სურჳლმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალი მისი შუქი. ჩამოვბურე მრავალკეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი. ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი:-

1127. მოვიყუანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით. მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავჰსჳ მეტად მალვით. არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარჳთ კრძალვით. ერთი ზანგი ვამსახურე, მე შეჳდი ვნახი ხალვით:-

1128. ვით გიამბო საკჳრველი, მე გლახ მისი ყოფაჰქცევა. დღე და ღამე გაუწყუჱტლად, ტირილი და ცრემლთა ფრქუჱვა. შევეხვეწი დადუმებას, წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ვჰსცოცხალვარ, ჰაი ჩემდა ვაგლახ მე ვა:-

1129. შინა შეჳდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები. შიგან მელნისა მორევსა, ეყარის გიშრის შუბები. მელნისა ტბათად იღურების, სავსე სათისა რუბები. შუა ძოწსა და აყიყსა, ჰსჭჳრს მარგარიტი ტყუბები:-

1130. ჟამი ვერ ვჰპოვე კითხჳსა, ნიადაგ ცრემლთა ღურისაგან. რომე მეკითხა ვინა ხარ, და ეგრე გასრული რისაგან. მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოჰსდის მეწამულზღვისაგან. მას ჴორციელი არ გაჰსძლებს, სხუა კიდეგანი ქჳსაგან:-

1131. არად უნდის საბურაჳ, არცა წოლა საგებელთა. მიწყივ იყჳს რიდითა და, მით ერთითა ყაბაჩითა. მკლავი თჳსი სასთაუნალად, მიიდჳს და მიწვის მითა. ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა:-

1132. სხუა გიამბო საკჳრველი, რიდისა და ყაბაჩისა. ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძჳრფასისა. მაგრამ მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა. სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა:-

1133. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაჰყო ხანი დიდი. ვერ გავანდე ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი. ვჰსთქჳ თუ ვუთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი. ესე მქონდა საგონებლად, კულავ შეჳდი კულავ გავიდი:-

1134. ვჰსთქჳ თუ არ უთხრა რა ვარგო, ჩემგან რა მოეგუარების. არცა რა ვიცი რა უნდა, ვისგან რა მოეხმარების. ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვეღარ ვინ მომეფარების. ვითა დავჰმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების:-