... (S-2781), XIX ს.

1097. ამას ყუჱლასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კრებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

1098. დიაცმან უთხრა ჱე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავჴოცენ შვილნი ხელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1099. ესეგუარი დია მიხვდეს სიტყვამცდარსა ენამეტსა ხუაშიადის ვერ დამფარსა უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭურეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა

1100. ორისაგან ერთი ჰქმენით ამის მეტსა ნურას ჰლამით მოვითაჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოვალ გითხრობ ყველაკასა მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით

1101. თუარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მი რითა ვეჭუ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

1102. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა ჰსთქუა ჩემი სიძუნწე არსა ნუ ეჭვ სულდგმულსა ქვეყანად თუ ვითმე მისებრი არსა

1103. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყუანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რასაც ვუზამ მოგახსენებ მომიცადე იყავ წყნარად

1104. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღურად წაცამყვანელად კულავე შეყივლა ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

1105. ავთანდილ განვლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები სდგა ქვითა წითელმწვანითა ქვეშეთკე სრითა ტურფითა კულავ ზედათ ბანისბანითა დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანისთანითა

1106. მუნ მიყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა ხმამდაბლად კადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო სართულსა ზე ქვე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა

1107. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ხმასა თითო ჴელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორთა მისთა დარაჯთა დახოცა

1108. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ჴელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა იდუმალ მოკლა თუ ვერცა ვცანითა ჴელი მოკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

1109. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოკვეთა ქვესკნელთ მიწასა გარია ზღვათაკენ სარკმლით გასტყორნცა ზღვასა ქვიშათა დარია მისთვის არცა სად სამარე არცა სათხარად ბარია

1110. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა რომე პირველ წამოევლო გზა იგივე წაიარა

1111. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თჳთ მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

1112. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების ტკბილებრ ხვრეტად ფატმან ფერხთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავსჯე ცეცხლთა შრეტად

1113. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინადგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით თავიდგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით

ფატმანისაგან ნესტანდარეჯანის ამბის მბობაავთანდილის წინაშე

1114. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი ჰსწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმენ მეფენი პურობადარბაზობასა