... (Q-296), XVIII ს.

1216. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულან შაროს მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1217. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მოელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1218. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილმოუბარის ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა

1219. კვლაბ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1220. არცარა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1221. როშაქ უბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არსათქმელია ამისა საქმე უცხოა სამბობლადაცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1222. ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1223. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცარა ვკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავიკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულ მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კიდენით

1224. მე როშაქს ვკადრე გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამამიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი

1225. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხინი მომეცა მზგავსი დრამისა წონისა

1226. მოიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლავ მიამბო რაცა მუნით მომესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა სულ მობრძავი დამარჩინა

1227. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა

1228. სამდღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1229. როსანს შევრთოთოდულარდუხტს მეფესა უბრძანებია– ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ ნადებია შემოვიქცევი შევიძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1230. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზა საჭიროა მტერნი საომრად მზანია ქუე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერეთ ცოტაი ხანია

1231. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხურელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელია

1232. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყუელაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რასები

1233. ესე ამბავი ავთანდილ პირ მზემან მაგრა ვადამან რა მოისმინა იამა სვა არა გააცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან

1234. ფატმანს უთხრა საყვარელო კმახარ ჩემგან სასურველად მე ამბავი სანატრელი მამასმინე არ პირ ბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყუელა უხორცოა რამან შექმნა ჴორციელად

1235. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა