... (Q-296), XVIII ს.

1274. პირმზე სწერს აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვე ქმნილმან სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1275. შენ ორთ დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1276. სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1277. ვიცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია

1278. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემიხვეწე შემიბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1279. მერომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1280. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მზგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

1281. აწ საყვარელსა მიუწერს გულ ამოსკვნილი მტირალი მის მანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1282. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველთა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავ გულო დაბმულხარ ნუ აიხსნები აწ ები

1283. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ძნელია

1284. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყუარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან შენგან დალახვრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან

1285. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე

1286. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მამიგონებდე გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1287. სხვად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით არ ვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კვლავ ქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1288. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალგვართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1289. ციხეს ვზი ეზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დახოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1290. ნუ თუ ესენი გეგონენ სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მამკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1291. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1292. შენმან მზემან უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლავს დიდი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი