... (Q-296), XVIII ს.

1138. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირ ფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1139. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვჰთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად კვლავ შევიდი კვლავ გავიდი

1140. თქვი თუ არ უ[თხ]თხრა რა ვუყო ჩემგან რა მოეგვარების არცარა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვეღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1141. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავენდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გაამჟღავნოს ვაფიცო თუ მამცემს იმედობასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა

1142. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1143. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყველაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მამყევ აქა სადმე მოგაჩვენებ მზისა ფერსა

1144. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი მზისანი უსენ გაჰკვირდა გაცაკრთა რა შუქნი ნახა მზისანი თქუა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისმცა თვალნიმცა რისხვენ ღმრთისანი

1145. ვთქვი თუ არცარა მე ვიცი ამისი ჴორციელობა რაცა არ გითხრა მის მეტი მაქუს არა მეცნიერობა მედა შენ ვჰკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუ თუ რა გვითხრას ვიაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა

1146. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ ფერად მზგავსი ლალისა

1147. რაცა ვკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რათმცა გაგვითენდა

1148. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კვლაცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით ესოდენ გვითხრა ენითა

1149. დავსხედით და მისთანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევაწამეთ ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1150. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმარან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს

1151. მას უჭვრეტდით დიდი ხანი წამოვედით სულთქმა ახით შეყრა გვიჩნდა სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნებ[ა] ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1152. რა გარდახდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ ვუდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანებაა ეგე თქვენი

1153. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ჴმალები

1154. უსენ მივიდა ჴელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეცა მისი მნდომელი წინა მივიდა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახო მთრვალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი მსწრობელი

1155. რა მეფემან უსენ წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი მართლა თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1156. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთრვალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროვანსა უმსგავსოსა ჰპოებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან ძღვენთა შენთა ნაათალსა