... (Q-296), XVIII ს.

1197. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი გულითა სწადდა არ ენით

1198. თუმცა ისი არ მოგეკლა მისულიყო დარბაზს მითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღმერთო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1199. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მერასა – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰი ჰი ჩავიჭერ მე რასა

1200. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია

1201. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდეს შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს ავთანდილთან

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა

1202. ვა საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოჴრად ჩანს ყოვლი სად არე

1203. ფატმან იტყვის მამეშორვა მზე მნათობი სრულად ჴმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები სრულად ჴმელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდა ცეცხლთა ცხელთა ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა

1204. სახლი და შვილი მამძულდა ვჯდი უგულოსა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1205. დღესა ერთსა საღამოჟამს ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარაჯათა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა

1206. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მზგავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს ჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარული ამითა

1207. მე უყურებდი უჭვრეტდი თქუეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არცარა ვიცით ვინ ვინა ანუ სით მოვიარენით ჴამს ერთმანეთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარენით

1208. მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს ვითა მათი მგზავსია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმა დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1209. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამჴობლისა მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1210. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია– აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია

1211. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ჴმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა

1212. როშაქ ბრძანა მოცავინმკლავს მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მივალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცა ვჰყვები

1213. გვითხრა მისთა ჴელწიფეთა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1214. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს დია ბნელსა ვთქვით თუ მზეა ნუ თუ ზეცით ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1215. ზოგთა თქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულსა მივმართეთ ახლოსცა ვნახე ბარეო შორს მოვუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოხდა ჴმა ჩვენი მოუბარეო